წესები და პირობები
კლუბის ყველა წევრი უნდა გაეცნოს „ოკტოპუს ფიტნეს კლუბის“ მიერ დადგენილ წესებსა და პირობებს, რომელთა გათვალისწინება სავალდებულოა
კონტრაქტის შეწყვეტის პირობები: კლუბის წევრს უფლება აქვს გააუქმოს ხელშეკრულება ხელმოწერიდან ორი (2) დღის განმავლობაში. კლუბის წევრს, ასევე შეუძლია დააფიქსიროს კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნა კლუბის მიმღებში თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია ვარჯიში, ამ შემთხვევაში მან აუცილებლად უნდა წარმოადგინოს ცნობა ჯანმრთელობის შესახებ.
ჯანმრთელობის მდგომარეობა: კლუბის წევრი სრულ პასუხისმგებლობას იღებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით. კლუბის წევრი არის ჯანმრთელი და არ აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რომელიც ხელს შეუშლის მის ფიზიკურ დატვირთვას.
წესები, რეგულაციები და განრიგები: წევრი თანახმაა დაიცვას კლუბში არსებული ყველა წესი, რეგულაცია და მიყვეს კლუბის ადმინისტრაციის მიერ დადგენილ განრიგს. ეს ინფორამცია კლუბის წევრმა შესაძლოა მიიღოს როგორც კლუბში განთავსებული საინფორმაციო წერტილებიდან ასევე ზეპირსიტყვიერად. კლუბის ადმინისტრაცია იტოვებს უფლებას საჭიროებისამებრ ცვლილებები შეიტანოს არსებულ წესებში და რეგულაციებში.
საწევრო ბარათი : კლუბში შესვლის აუცილებლი პირობაა საწევრო ბარათის შეძენა ან კლუბში ვიზიტორად რეგისტრაცია. ბარათის მესამე პირზე გადაცემა დაუშვებელია, რაც კლუბს ავტომატურად აძლევს უფლებას დააკისროს წევრს ჯარიმა მომსახურების სრული ღირებულებით.
აბონიმენტის მესამე პირზე გადაფორმება : აბონიმენტის გადაფორმება მესამე პირზე დაუშვებელია.
აბონიმენტის განახლება / გადაცვლა: წევრს შეუძლია განაახლოს ან გადაცვალოს თავისი აბონიმენტი უფრო გრძელვადიან ან უფრო ძვირადღირებულ აბონიმენტში. ამ შემთხვევაში წევრს მოუწევს განახლებული აბონიმენტის საფასურის სხვაობის გადახდა.
კარადები: კლუბი უფლებამოსილია გამოიღოს კარადებში მთელი ღამით დატოვებული ნივთები. კლუბის წევრი კლუბს სრულიად ათავისუფლებს ყოველგვარი პასუხისმგებლობის, საჩივრის და მოთხოვნისაგან იმ შემთხევაში თუ მოხდა კარადაში დატოვებული ნივთის დაზიანება ან მოპარვა. არალეგალური, ცეცხლსაშიში, ტოქსიკური კარადებში ნივთების შენახვა კანონსაწინააღმდეგო და დაუშვებელია.
ძვირფასი ნივთები: კლუბის ადმინისტრაცია წევრებს მოუწოდებს არ მოიტანონ კლუბში ძვირფასი ნივთები. კლუბი პასუხს არ აგებს მსგავსი ნივთების დაკარგვა, მოპარვა ან დაზიანებაზე, მათ შორის, კარადებში ან კლუბის ნებისმიერ სხვა ტერიტორიაზე დატოვებულ ნივთებზე.
ბავშვები: 16 წლამდე ასაკის ბავშვებს შეუძლიათ კლუბის სერვისის გამოყენება მხოლოდ მშობლის თანხლებით. თუ მშობელი არ ახლავს ბავშვს, მაშინ მას კლუბში ვარჯიში შეუძლია მხოლოდ ინდივიდუალური მწვრთნელის თანხლებით. კლუბს აქვს უფლება შეწყვიტოს ნებისმიერი ბავშვის აბონიმენტი, რომლის ქცევა არ შეესაბამება კლუბის წესებს ან სხვა წევრისთვის ქმნის დისკომფორტს.
აბონიმენტის დაპაუზება: კლუბის წევრს შეუძლია დააპაუზოს აბონიმენტი შემდეგი პირობებით:
1 თვიანი აბონიმენტი - 1 შეჩერება ჯამში 5 კალენდარული დღით.
3 თვიანი აბონიმენტი - 3 შეჩერება ჯამში 15 კალენდარული დღით.
6-თვიანი აბონიმენტი - 4 შეჩერება ჯამში 20 კალენდარული დღით.
12-თვიანი აბონიმენტი - შეუზღუდავი შეჩერებები ჯამში 35 კალენდარული დღით.
ჯგუფური ვარჯიშები: ჯგუფურ ვარჯიშზე წინასწარ ჩაწერა სავალდებულოა. ჯგუფურ ვარჯიშზე დაგვიანების შემთხვევაში კლუბის წევრი არ დაიშვება ვარჯიშზე. კლუბის წევრები ვალდებულები არიან დაემორჩილონ ჯგუფური ვარჯიშების წესებს.
ჩაცმის წესები: კლუბში სავალდებულოა მოვარჯიშეს ეცვას სპორტული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. დაუშვებელია გარე ტერიტორიაზე გამოყენებული ტანსაცმელით ან ფეხსაცმლით კლუბის ტერიტორიაზე ვარჯიში.
კლუბში არა დასაქმებული მწვრთნელი: აკრძალულია კლუბში არა დასაქმებული მწვრთნელის მიერ კლუბის ტერიტორიაზე ადამიანების ვარჯიში.
მარკეტინგული პასუხისმგებლობა: ამ ხელშეკრულებაზე ხელმოწერით, კლუბის წევრი თანახმაა კლუბისგან ნებისმიერ დროს მიიღოს მარკეტინგული ან საინფორმაციო შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინებები .
ვიდეო მეთვალყურეობა: ხელშეკრულებაზე ხელმოწერით. წევრი ადასტურებს, რომ მან იცის და არ აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ კლუბში უსაფრთხოების მიზნით ხორციელდება ვიდეო მეთვალყურეობა, კამერების ჩანაწერები ინახება 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.
აბონიმენტის გაუქმება: კლუბი იტოვებს უფლებას შეწყვოტოს ან გააუქმოს ეს აბონიმენტი ნებისმიერ დროს, თუ კლუბის წევრი დაარღვევს კლუბში არსებულ წესებს ან რეგულაციებს.
პასუხისმგებლობა: კლუბის წევრი იღებს სრულ პასუხისმგებლობას და ათავისუფლებს კლუბს ნებისმიერი პრეტენზიისგან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას სავარჯშო დანადგარების დაუდევრად გამოყენებისგან. პასუხისმგებლობა არ დაეკისრება არც კლუბს, არც დამფუძვნებელს, არც კლუბის რომელიმე თანამშრომელს