მოიწვიე მეგობარი,
ისარგებლე ბენეფიტით
მოიწვიეთ მეგობარი ოკტოპუსში და მიიღეთ 45₾ სასაჩუქრე კრედიტი ყოველი წარმატებული რეფერალისთვის.
რეფერალური პროგრამა წესები და პირობები
როგორ მუშაობს?
- გახსენით ოკტოპუსის აპლიკაცია.
- აირჩიეთ Referral ფუნქცია და გაუზიარეთ თქვენი პერსონალური Referral ბმული მეგობარს ელფოსტით ან სოციალური ქსელის საშუალებით.
- თუ მეგობარი სწორედ ამ ბმულით დარეგისტრირდება და შეიძენს აბონემენტს, თქვენ მიიღებთ 45₾ კრედიტს.
მოწვეული ადამიანების რაოდენობა შეზღუდული არ არის – ყოველ წარმატებულ რეფერალზე დაგერიცხებათ დამატებითი 45₾.
როდის ითვლება რეფერალი წარმატებულად?
რეფერალური ბონუსი გაიცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოწვეული პირი:
- პირველად ხდება ოკტოპუსის წევრი;
- რეგისტრირდება თქვენი Referral ბმულის გამოყენებით;
- შეიძენს კლუბის აბონემენტს.
როგორ მივიღო ბონუსი?
იმ შემთხვევაში, თუ ბონუსის მიღების ყველა პირობა დაკმაყოფილებულია კრედიტი ავტომატურად ჩაირიცხება წევრის ანგარიშზე. ჩარიცხვა განხორციელდება მეგობრის რეგისტრაციიდან 2 კვირის გასვლის შემდეგ.
როგორ შემიძლია ბონუსის გამოყენება?
45 ლარიანი კრედიტი შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ ოკტოპუსის პროდუქტებისა და ბარის პროდუქციის შესაძენად. კრედიტის გამოყენება არ არის შესაძლებელი აბონემენტის საფასურის დასაფარად.
როდის არ გაიცემა ბონუსი?
რეფერალური პროგრამა არ ვრცელდება, თუ:
- მოწვეული პირი უკვე იყო ოკტოპუსის წევრი;
- თუ ახალი წევრი რეგისტრირდება 2 კვირიანი აბონემენტით, რეფორმერის ან ფასიანი კლასების კონტრაქტით.
- აბონემენტი შეძენილია უკვე გარკვეული ტიპის ფასდაკლებული შეთავაზებით.
დამატებითი პირობები
- აკრძალულია რეფერალური პროგრამის გამოყენება სპამის, ავტომატური სისტემების ან სხვა არაკეთილ სინდისიერი მეთოდების საშუალებით.
- ოკტოპუსი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს ყველა რეფერალი, უარი თქვას ბონუსის გაცემაზე ან შეწყვიტოს პროგრამაში მონაწილეობა, თუ გამოვლინდება წესების დარღვევა ან სისტემით ბოროტად სარგებლობა.
- ოკტოპუსს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს, შეაჩეროს ან გააუქმოს რეფერალური პროგრამა.