წარმოგიდგენთ Oktopus Nutrition-ის პირველ პროდუქტს – შრატის ცილას, ორქიდეის ვანილის და შოკოლადის არომატებით. ეს არის უმაღლესი ხარისხის შრატის კომპლექსური პროტეინი, რომელიც აერთიანებს ცილის ორ ყველაზე პოპულარულ ფორმას – იზოლატს და კონცენტრატს.
Oktopus Nutrition Whey Protein მზადდება თანამედროვე ტექნოლოგიებით და გამოირჩევა მაღალი ხარისხით. დამუშავების პროცესში ინარჩუნებს ბუნებრივ სტრუქტურას და შეიცავს ამინომჟავების სრულ პროფილს. თითოეული პორცია უზრუნველყოფს 25 გრამ მაღალი ხარისხის ცილას, რომელიც ხელს უწყობს კუნთების აღდგენასა და ზრდას. სწრაფად ათვისებადი ამინომჟავები ამცირებს კუნთების დაშლის რისკს ინტენსიური ვარჯიშისა და კალორიების დეფიციტის დროს. პროდუქტი მზადდება გერმანიაში, IFS Food სერტიფიცირებულ საწარმოში.