კონფიდენციალურობის პოლიტიკა

1. ჩვენ შესახებ

ოკტოპუს ფიტნეს კლუბი (შემდგომში „ოკტოპუსი“/„კომპანია“) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი.

საფირმო სახელწოდება: შპს „ოკტოპუსი“
საიდენტიფიკაციო კოდი: 405116084
იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, ვაკის რაიონი, ზ. ანჯაფარიძის ქ., N 42
ჩვენი საქმიანობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

2. პოლიტიკის მიზანი

წინამდებარე დოკუმენტით, გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რომელ პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ ჩვენ თქვენს შესახებ, რისთვის და როგორ ვიყენებთ მას.

შესაბამისი ველის მონიშვნით და პორტალზე რეგისტრაციით, ასევე ფიზიკურად რეგისტრაციის შემთხვევაში, შესაბამისი დოკუმენტის ხელმოწერით (კლუბის წევრად გახდომით), თქვენ ეთანხმებით წინამდებარე პოლიტიკის დებულებებს და გასცემთ თანხმობას თქვენს შესახებ ინფორმაციის შეგროვების, გამოყენებისა და მონაცემების სხვაგვარად დამუშავების თაობაზე. თუ თქვენ არ ეთანხმებით წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკას, მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ რეგისტრაციის დასრულებას.

3. საიდან და რა პერსონალურ მონაცემებს ვაგროვებთ

ჩვენ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეიძლება მივიღოთ „ოკტოპუსის“ ვებგვერდის/აპლიკაციის მეშვეობით თქვენ მიერ რეგისტრაციის პროცესში, აგრეთვე „ოკტოპუსის“ ფიზიკურ ფილიალში თქვენ მიერ კლუბის წევრად რეგისტრაციის პროცესში, ასევე დამატებით ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში (ასეთის აუცილებლობის შემთხვევაში) ან/და თქვენ მიერ განცხადებით მომართვის შემთხვევაში.

ჩვენ შეიძლება დავამუშავოთ თქვენი შემდეგი პერსონალური მონაცემები:

  • სახელი და გვარი
  • პირადი ნომერი
  • დაბადების თარიღი
  • სქესი
  • საკონტაქტო ინფორმაცია (ელ. ფოსტა, ტელეფონის ნომერი)
  • ფოტო სურათი

4. მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების მიზანი

ჩვენ ვაგროვებთ და ვამუშავებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ჩვენ მიერ თქვენ მიმართ ნაკისრი სახელშეკრულებო ვალდებულების სრულად, ჯეროვნად და ეფექტურად შესრულების მიზნით, თქვენზე მორგებული ან/და ახალი პროდუქტების/მომსახურებების შეთავაზების მიზნით, თქვენთან კომუნიკაციის მიზნით, აგრეთვე თქვენი პერსონალური მონაცემები შესაძლებელია გამოვიყენოთ საკანონმდებლო მოთხოვნების შესრულებისა და სასამართლო, ადმინისტრაციული და სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულების მიზნით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება თქვენი თანხმობით (მათ შორის, წინამდებარე დოკუმენტზე დათანხმებით), ასევე თქვენთან გარიგების (ხელშეკრულების) დასადებად, დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად და თქვენი განცხადების განსახილველად. თქვენი პერსონალური მონაცემები ასევე შეიძლება დავამუშავოთ ჩვენი საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების საფუძვლით.

6. მონაცემთა გაზიარება მესამე პირებთან და მონაცემთა გადაცემა სხვა სახელმწიფოში

„ოკტოპუსი“ საკუთარი პორტალის მართვისა და ადმინისტრირების, ასევე პორტალის ტექნიკური მხარდაჭერისა და გამართულად მუშაობის მიზნით, იყენებს მესამე პირის მომსახურებას, რომელსაც უზიარებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს და რომელიც წინამდებარე პოლიტიკის მიზნებისთვის მოქმედებს, როგორც დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი.

მონაცემთა გადაცემა ხდება სხვა სახელმწიფოში, კერძოდ, პოლონეთში არსებული იურიდიული პირისთვის:

საფირმო სახელწოდება: Perfect Gym Solutions S.A.
საიდენტიფიკაციო კოდი: KRS 0000540912
იურიდიული მისამართი: ფრანციშკა კლიმჩაკას ქ. 1, ვარშავა 02-797, პოლონეთი
ტელ: +44 20 3885 9312
ელ-ფოსტა: contact@perfectgym.com

მონაცემთა გადაცემის დროს უზრუნველყოფილია სათანადო გარანტიები Perfect Gym Solutions S.A.-თან გაფორმებული ხელშეკრულებით და ტექნიკური დაცვის საშუალებებით.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ჩვენ არ ვაზიარებთ თქვენს პერსონალურ მონაცემებს მესამე პირებთან, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამას მოითხოვს სასამართლო, ადმინისტრაციული ან სამართალდამცავი ორგანოები.

7. მონაცემთა შენახვის ვადა

„კომპანია“ იმ მომხმარებლების პერსონალურ მონაცემებს, რომლებსაც ერთხელ მაინც შეძენილი აქვთ აბონიმენტი, ინახავს სახელშეკრულებო ურთიერთობის განმავლობაში და დამატებით სამი წლის განმავლობაში, რის შემდეგაც მონაცემები ექვემდებარება არქივირებას ექვსი წლით. არქივირებული მონაცემები ინახება განცალკევებულ სივრცეში შეზღუდული წვდომით.

სულ, მონაცემთა შენახვის ვადა არ აღემატება ცხრა წელს. ამ ვადის გასვლის შემდეგ „კომპანია“ უზრუნველყოფს მონაცემთა დეპერსონალიზაციას ან წაშლას.

8. მომხმარებლის უფლებები

  • მიიღოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
  • მოითხოვოთ მონაცემთა ასლი;
  • მოითხოვოთ მონაცემების განახლება, შესწორება ან წაშლა;
  • მოითხოვოთ მონაცემთა გადატანა სხვა პასუხისმგებელ პირთან;
  • დარღვევის შემთხვევაში მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს ან სასამართლოს.

თქვენს მოთხოვნებზე რეაგირება ხდება არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა.

9. პირდაპირი მარკეტინგი

თქვენი თანხმობის შემთხვევაში, შესაძლებელია თქვენი მონაცემების გამოყენება მარკეტინგული მიზნებისთვის. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის შეწყვეტა, რაც შესრულდება 7 სამუშაო დღეში.

10. მონაცემების ავტომატიზებული დამუშავება

„ოკტოპუსი“ არ ახორციელებს თქვენი მონაცემების ავტომატიზებულ დამუშავებას.

11. უსაფრთხოება

ჩვენ ვიყენებთ შესაბამის ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს თქვენი მონაცემების დასაცავად.

12. თქვენი პერსონალური მონაცემების ცვლილება

თქვენ შეგიძლიათ განაახლოთ მონაცემები პორტალზე ან დაგვიკავშირდეთ შესაბამისი არხებით.

13. პოლიტიკის ცვლილება

პოლიტიკა შესაძლოა განახლდეს „ოკტოპუსის“ მიერ. ცვლილებები გამოქვეყნდება პორტალზე, ხოლო პერსონალურად მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგატყობინებთ, თუ ამას მოითხოვს კანონი.

14. კონტაქტი

იმ შემთხვევაში, თუ გსურთ თქვენი უფლებების განხორციელება, დაგვიკავშირდით:

  • მისამართები:
    ქ. თბილისი, ჭაბუა ამირეჯიბის 2;
    ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 70;
    ქ. თბილისი, ნინო რამიშვილის 20;
    ქ. თბილისი, ლისის ქუჩა 14;
    ქ. თბილისი, სანდრო ეულის 7;
    ქ. ბათუმი, შერიფ ხიმშიაშვილის 29;
  • ტელ: 032 2 301 888
  • ელ-ფოსტა: info@oktopus.ge

15. პოლიტიკის მოქმედების ვადა

წინამდებარე დოკუმენტი ძალაში შედის 2025 წლის 1 ნოემბრიდან და მოქმედებს უვადოდ.