ხშირად დასმული შეკითხვები

კლუბში არსებობს ერთჯერადი,  2 კვირიანი, 1 თვიანი, 3 თვიანი, 6 თვიანი და 12 თვიანი აბონიმენტები;

ფასებთან დაკავშირებული ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ მოცემულ ლინკზე, ასევე დაგვიკავშირდეთ 0322 301 888

ყველა აბონიმენტის დაპაუზება არის შესაძლებელი

  • 1 – თვიანი აბონიმენტი – 1 შეჩერება ჯამში 5 დღიანი პაუზა
  • 3 – თვიანი აბონიმენტი – 3 შეჩერება ჯამში 15 დღიანი პაუზა
  • 6 – თვიანი აბონიმენტი – 4 შეჩერება ჯამში 20 დღიანი პაუზა
  • 12 – თვიანი აბონიმენტი – ულიმიტო შეჩერება ჯამში 35 დღიანი პაუზა

აბონიმენტის გააქტიურება შესაძლებელია შეძენიდან მაქსიმუმ 1 თვის პერიოდში.
თუ რეგისტრაცია ხდება ონლაინ მაშინ გააქტიურების თარიღი უნდა მიეთითოს რეგისტრაციის ფორმაში შესაბამის ველში.

 – ლისის ფილიალის აბონიმენტით წვდომა გაქვთ ყველა ფილიალზე.

 – სითი მოლისა და მზიურის ფილიალების აბონიმენტით წვდომა გექნებათ ყველა ფილიალზე, ლისის გარდა.

 – ხოლო საბურთალოს, ვაკისა და ბათუმის ფილიალების აბონიმენტით შესაძლებელია მომსახურების მიღება მხოლოდ საბურთალოს, ვაკისა და ბათუმის ფილიალში.

კლუბში არსებობს ერთჯერადი ვიზიტის სერვისი და მასში შედის კლუბში ვიზიტი მაქსიმუმ 12 საათით, ყველა სავარჯიშო ზონის გამოყენების შეუზღუდავი უფლებით.

ერთჯერადი ვიზიტის ღირებულება არის:


 – სითი მოლი / მზიური – 45

 – ვაკე / სანდროეული – 35
 – ბათუმი –  40
 – ლისი – სამუშაო დღეები  – 95 ; შაბათი-კვირა  – 125

 

პირსახოცების სერვისი უფასოა

ყველა ჯგუფური ვარჯიში შედის აბონიმენტის ღირებულებაში

კლუბის ახალ წევრებს გადაეცემათ სხვადასხვა ტიპის ვაუჩერები რომლითაც შესაძლებლობა აქვთ რომ ისარგებლონ დამატებით უფასო ან ფასდაკლებით მომსახურეობებით. გაიგეთ მეტი.

პერსონალური ტრენერის ვაუჩერი მოიცავს ორი, ნახევარ საათიანი, სესიისგან შემდგარ ვარჯიშს.

ვაუჩერის გამოსაყენებლად აუცილებელია ვიზიტების წინასწარ, 1 ან 2 დღით ადრე დაჯავშნა კლუბის მიმღებში.

ინბადის ვაუჩერი გულისხმობს InBody 570 აპატარის მეშვეობით თქვენი სხეულის სკანირებას, რომელიც დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით თქვენი სხეულის მასის, კუნთის, ცხიმის, და წყლის დონის შესახებ. ვაუჩერის გამოსაყენებლად აუცილებელია წინასწარ ჩაწერა მიმღებში.

სოლარიუმის ვაუჩერი შესაძლებელია გამოიყენოთ ნებისმიერ ფილიალში.
მასაჟის ვაუჩერის გამოყენება შესაძლებელია საბურთალოს, ვაკის და ლისის ფილიალებში. აუცილებელია მასაჟზე წინასწარ ჩაწერა. მასაჟის სახეობების შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ კლუბის მიმღებში, ნომერზე 0322 301 888 დარეკვით ან პირად გაყიდვების აგენტთან კომუნიკაციის გზით.
მეგობრის ვაუჩერი განკუთვნილია მხოლოდ კლუბის წევრის მეგობრისთვის და შესაბამისად მისი გამოყენება უნდა მოხდეს მეგობრის მიერ.
სითი მოლში ვიზიტის ვაუჩერი მოიცავს ყველა ტიპის მომსახურეობას რაც შედის სტანდარტულ აბონიმენტში, მათ შორის საუნის მომსახურებას, გარდა ჯგუფური ვარჯიშებისა.

დღის განმავლობაში შესაძლებელია მაქსიმუმ 3 ჯგუფურ ვარჯიშზე დასწრება;

ჯგუფურ ვარჯიშზე ჩაწერა შესაძლებელია ჩვენი მობილური აპლიკაციიდან, ოკტოპუსის ვებ გვერდიდან ან 0322 301 888 ნომერზე დარეკვით. 

ჯგუფურ ვარჯიშზე შესაძლოა ვერ ეწერებოდეთ იმ შემთხვევაში თუ ჯგუფი შევსებულია ან წინა რამდენიმე ჯგუფურ ვარჯიშზე არ გამოცხადების გამო დროებით დაბლოკილია თქვენი ექაუნთი.

ბოლო 7 დღის განმავლობაში 2-ჯერ ჯგუფური ვარჯიშის გაცდენის გამო კლუბის წევრი იბლოკება მომავალი 1 კვირის განმავლობაში. ამ სტატუსის ადმინისტრაციის მხრიდან მოხსნა არ ხდება. საჯარიმო კვირის გასვლის შემდეგ ავტომატურად აღდგება ჯგუფურ ვარჯიშზე ჩაწერის ფუნქცია.

ჯგუფურ ვარჯიშზე ჩაწერისას კლუბის წევრის ჯავშნის სტატუსი არის წითელი ფერით აღნიშნული, ხოლო მომლოდინეთა სიაში ჩაწერის დროს სტატუსი აღნიშნულია შავი ფერით. მომლოდინეთა სიიდან ძირითად სიაში გადასვლისას ავტომატურად მიდის შეტყობინება აპლიკაციაში რომ კლუბის წევრი გადავიდა ჯგუფური ვარჯიშის ძირითად სიაში.

ჯავშნის გაუქმება ჯგუფურ ვარჯიშამდე 1 საათით ადრეა შესაძლებელია.
ჯგუფურ ვარჯიშზე კლუბის წევრი უნდა გამოცხადდეს ვარჯიშის დაწყებამდე 10 წუთით ადრე.

ტრენერის მომსახურეობაში შედის 12 სესია, რაც თავის მხრივ არის 12 საათი, სესიების გახარჯვის პერიოდია 1 თვე.

Tier 1 სავარჯიშო პროგრამა განკუთვნილია დამწყები და გამოცდილების არმქონე მოვარჯიშისთვის, მცირე სპორტული გამოცდილების მქონე მოვარჯიშეებისთვის შექმნილია Tier 2-ის პროგრამა, ხოლო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული მოვარჯიშეებისთვის, ვისი დატვირთვის ინტენსივობაც უფრო მაღალია -Tier X.

12 სესიის გახარჯვის პერიოდი არის 1 თვე. თუმცა შესაძლებელია ინდივიდუალური ტრენერის მომსახურების ერთჯერადად შეძენაც.

დაჯავშნილი სესიის გაუქმება შესაძლებელია ვარჯიშამდე 12 საათით ადრე.

სესიის გაუქმება შესაძლებელია კლუბის მიმღებში, მომხარებლის პორტალის მეშვებოთ ან პირადად ტრენერთან კომუნიკაციის გზით.

პილატეს რეფორმერი გვაქვს სითი მოლის, მზიურისა და ლისის ფილიალებში:
– მზიურის ფილიალის პილატეს რეფორმერ სტუდიის ფასები :
10 სესიის ფასი (4 ადამიანი) – 350 ლარი

– სითი მოლის ფილიალი პილატეს რეფორმერ სტუდიის ფასები:
12 სესიის ფასი (1 ადამიანი) – 700/800 ლარი
12 სესიის ფასი (2 ადამიანი) – 400/450 ლარი
12 სესიის ფასი (3 ადამიანი) – 350/400 ლარი
12 სესიის ფასი (4 ადამიანი) – 350 ლარი

– ლისის ფილიალის პილატეს რეფორმერ სტუდიის ფასები (ასევე უნდა ფლობდეთ დარბაზის აბონიმენტსაც) :
10 სესიის ფასი (1 ადამიანი) – 315 ლარი

ასევე გვაქვს ერთჯერადი სესიები – 60/80

კლუბში მოქმედი რეფერალური პროგრამის მუშაობის პრინციპი შემდეგია, კლუბის წევრი მოწვევას უგზავნის თავის მეგობრებს (მოწვევის გაგზავნა ხდება ოკტოპუსის მობილური აპლიკაციიდან), შედეგად კლუბში მოსული მეგობარი იღებს 30 ლარიან ფასდაკლებას მის პირველ აბონიმენტზე, თავის მხრივ მას შემდეგ რაც მეგობარი მოვა და შეიძენს აბონიმენტს კლუბის წევრსაც გადაეცემა საჩუქრად 30 ლარიანი ფასდაკლება მომდევნო აბონიმენტზე.

მოწვევების რაოდენობა შეზღუდული არ არის, თუ კლუბის წევრის მოწვეული მეგობრებიდან კლუბში დარეგისტრირდება 3 მეგობარი, კლუბის წევრი მიიღებს 90 ლარიან ფასდაკლებას (30×3).

არა

მან უნდა შეავსოს თავის მონაცემები: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მეილი და სასურველი ფილიალი, ამის შემდეგ მოვიდეს არჩეულ ფილიალში, შეიძინოს აბონიმენტი რა დროსაც ავტომატურად ისარგებლებს 30 ლარიანი ფასდაკლებით.

არა, რეფერალური ფასდაკლებით სარგებლობენ მხოლოდ კლუბის ერთი წევრი და მისი არაწევრი მეგობრები.

მხოლოდ პირადობის მოწმობის

ოკტოპუსის აპლიკაციით სარგებლობა შეუძლია ყველა კლუბის წევრს, ამისთვის საჭიროა oktopus fitness club აპლიკაციის ჩამოტვირთვა APP STORE-დან ან PLAY STORE-დან. კლუბში დაფიქსირებული მეილის მისამართით ხდება კლუბის წევრის იდენტიფიკაცია და აპლიკაციაში რეგისტრაცია.

თუ აპლიკაცია არ იღებს მეილის მისამართს აუცილებელია მისი ნამდვილობის გადამოწმება კლუბის ბაზაში, ამისთვის უნდა მიმართოთ კლუბის მიმღებს, დარეკოთ ნომერზე 0322 301 888, მოგვწეროთ სოციალურ ქსელში ან დაუკავშირდეთ გაყიდვების პირად აგენტს.

აპლიკაციის მეშვეობით შეგიძლიათ მიიღოთ ინფორმაცია კონკრეტულ მომენტში კლუბში მოვარჯიშეთა რაოდენობაზე, გაეცნოთ ფილიალებს, ტრენერებს, ჯგუფური ვარჯიშების აღწერებს, ჩაეწეროთ ჯგუფურ ვარჯიშებზე, აკონტროლოთ თქვენი ჯავშნები, გაეცნოთ თქვენი აბონიმენტის შესახებ ინფორმაციას, კლუბში შეძენილი პროდუქტების სახეობებს, დააპაუზოთ აბონიმენტი.

ინსტრუქტორთან პერსონალური სესიის დაჯავშნა შესაძებელია კლუბის მიმღებში ან მომხარებლის პორტალიდან

დიახ, კლუბში მოსვლის გარეშე ნებისმიერი აბონიმენტის შეძენა შესაძლებელია მომხარებლის პორტალიდან

ჯგუფური ვარჯიშების და პერსონალური სესიის დაჯავშნა, ინფორმაცია აბონიმენტის და კონკრეტულ მომენტში კლუბში არსებული ადამიანების რაოდენობის შესახებ, ბალანსის შევსება, რომლის გამოყენება შეგეძლებათ კლუბის ბარში, აბოინემენტის შეძენა / განახლება, პროფილის ინფორმაციის ან ფოტოს ცვლილება. გაიგეთ მეტი.