წარმოიდგინეთ იდეალური დილა: მზის პირველი სხივები, გამაგრილებელი ნიავი და სრულყოფილი ჰარმონია. სწორედ ასეთი ატმოსფერო იყო 16 ივლისს ოკტოპუს ფიტნეს კლუბის ლისის ფილიალის გარე სივრცეში, სადაც ჩვენი ახალი, განსაკუთრებული პროექტი დაიწყო!
ოკტოპუსისა და ბაკურიანის თანამშრომლობით, ლისის ფილიალის წევრებს საშუალება მიეცათ, განიცადონ იოგას უნიკალური მასტერკლასი ღია ცის ქვეშ. პირველი სესია ჩაატარა ჩვენმა შესანიშნავმა ინსტრუქტორმა, ანასტასია მჟავიამ, რომელმაც მონაწილეებს სხეულისა და გონების ჰარმონიისკენ მიმავალი გზა დაანახა.
ეს მხოლოდ დასაწყისია! ზაფხულის განმავლობაში, ყოველ ორშაბათს, დილის 08:00 საათზე, ლისის ფილიალის ეზოში იოგას ჯადოსნური სესიები გაგრძელდება. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა, რომ კვირა სიმშვიდით, ენერგიითა და შინაგანი წონასწორობით დაიწყოთ.
მნიშვნელოვანია: იოგას გაკვეთილებზე დასწრება შეუძლიათ ლისის ფილიალის წევრებს. ადგილების დასაჯავშნად გთხოვთ, ისარგებლოთ ოკტოპუსის აპლიკაციით.