იოგა არის სხეულის და გონების ინტეგრირებულ პრაქტიკა, რომელიც მოიცავს ასანებს
(ფიზიკურ პოზებს), პრანაიამას (სუნთქვით ტექნიკებს),მედიტაციასა და რელაქსაციას.
თანამედროვე კლინიკური კვლევების მიხედვით, იოგას რეგულარული პრაქტიკა
დადებითად მოქმედებს ავტონომიურ ნერვულ სისტემაზე და ხელს უწყობს
პარასიმპათიკური აქტივობის გაძლიერებას, რაც იწვევს სტრესის შემცირებას და
ჰორმონალური ბალანსის გაუმჯობესებას.
იოგა ამცირებს კორტიზოლის(სტრესის) დონეს, აუმჯობესებს ძილის ხარისხს და
ეფექტურია სხეულის გაძლიერებისთვის.სუნთქვითი ვარჯიშები იდეალურია
რესპირატორული სისტემისთვის, ზრდის ფილტვების ვენტილაციას და ხელს უწყობს
იმუნური სისტემის ამაღლებას.
ასანების შესრულება აძლიერებს კუნთოვან სისტემას, აუმჯობესებს სახსრების
მობილობას და და მთლიანი სხეულის მოქნილობას. რეგულარული პრაქტიკა
რეკომენდებულია კუნთოვან-სახსროვანი ტკივილების, განსაკუთრებით კი ხერხემლის
ქრონიკული ტკივილისა და თიაქრის არსებობის დროს. იოგა ხელს უწყობს სისხლის
მიმოქცევის გაუმჯობესებას, არტერიული წნევის სტაბილიზაციას და ზოგადად გულ-
სისხლძარღვთა სისტემის ფუნქციური მდგომარეობის გაძლიერებას.
იოგა შესაფერისია ყველა ასაკის ადამიანისთვის, რადგან შესაძლებელია ვარჯიშების
ადაპტაცია ინდივიდუალური საჭიროებების მიხედვით. მთავარია, პრაქტიკა შესრულდეს
სწორად და უსაფრთხოდ. იოგა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ თავი ვიგრძნოთ
უფრო ჯანმრთელად, მშვიდად და ენერგიულად.