მირიან ფალავანდიშვილი

მირიან ფალავანდიშვილი

ბიოგრაფია

სპორტით ბავშვობიდანვე ვიყავი გატაცებული. 9 წლიდან დავიწყე ფეხურთის თამაში, ვთამაშობდი საქართველოს უმაღლეს ლიგაში. სატრენაჟორო დარბაზში დიდი დროის გატარება მიწევდა,დროდადრო უფრო მეტად ვინტერესდებოდი ამ სფეროთი და ვცდილობდი საყვარელი ჰობი უფრო კარგად შემესწავლა. ამის შემდეგ გადავწყვიტე,რომ ეს გატაცება პროფესიულ დონეზე ამეყვანა და გავიარე კურსი საქართველოს ბოდიბილდინგსა და ფიტნესის ფედერაციაში, რის შედეგადაც გავხდი საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე მწვრთნელი.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

უპირატესობას ვანიჭებ ელექტრონულ მუსიკას.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივაციაა ჯანსაღი ცხოვრების წესი და ამ მიმართულებით ადამიანების დახმარება.

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ვარჯიში და ფორმაში ყოფნა მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას.

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

- ოკტოპუსი ჩემთვის მეორე სახლად იქცა, სადაც უდიდეს დროს ვატარებ. მიყვარს ოკტოპუსური გარემო, კომფორტი, აურა და განწყობა.

მირიან ფალავანდიშვილი - ს კლასები

პრესების ვარჯიში

პრესის ვარჯიშები ე.წ. TOTAL ABS არის ჯგუფური ვარჯიში,რომელიც პრესის მთლიანი კუნთების სავარჯიშო პროგრამას მოიცავს.აერთიანებს სხვადასხვა სახის 8-10-მდე სახეობის ვარჯიშს,რომლებიც უშუალოდ ორიენტირებულია სრულ შედეგზე. ჯგუფში,მუსიკის თანხლებით და ინსტრუქტორის მითითებებით შესრულებული ვარჯიში გეხმარებათ როგორც მუცლის ფორმების გაუმჯობესებაში,აგრეთვე არასასურველი ცხიმების მოშორებაში.ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთია. გარემო და ჯგუფში მყოფთა შემართება ვარჯიშს ბევრად სახალისოს ხდის.

ნახვა
პრესების ვარჯიში