ზურა ხელიძე

ზურა ხელიძე

ბიოგრაფია

17 წლიდან დავინტერესდი სპორტით, უფრო კერძოდ კი ფიტნესით. 2017 წელს გავიარე თეორიული და პრაქტიკული კურსი უცხოელ ტრენერებთან. 2019 წელს გავიარე AMG Training School- ის კურსი და გავხდი ISA (INTERNATIONAL SPORT ASSOCIATION) -ს მიერ სეთიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი და ფიზიკური აქტივობის მწვრთნელი.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

- ელექტრონული მუსიკა და როკი.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

- ჩემი მოტივაციაა ადამიანების დახმარება, მათი ტრანსფორმაცია და მიზნების მიღწევაში ჩემი წვლილის შეტანაც

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

- ყველაზე დიდი სიამოვნება ჩემთვის არის სხეულის მასების ზრდა და ლამაზად შენება

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

- - ოკტოპუსი ჩემთვის არის მეორე ოჯახი, სადაც ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მიხარია რომ გავხდი ამ დიდი ოჯახის წევრი ძალიან მსიამოვნებს ყოველი სამუშაო დღის დაწყება ოკტოპუსში.

ზურა ხელიძე - ს კლასები

პრესების ვარჯიში

პრესის ვარჯიშები ე.წ. TOTAL ABS არის ჯგუფური ვარჯიში,რომელიც პრესის მთლიანი კუნთების სავარჯიშო პროგრამას მოიცავს.აერთიანებს სხვადასხვა სახის 8-10-მდე სახეობის ვარჯიშს,რომლებიც უშუალოდ ორიენტირებულია სრულ შედეგზე. ჯგუფში,მუსიკის თანხლებით და ინსტრუქტორის მითითებებით შესრულებული ვარჯიში გეხმარებათ როგორც მუცლის ფორმების გაუმჯობესებაში,აგრეთვე არასასურველი ცხიმების მოშორებაში.ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთია. გარემო და ჯგუფში მყოფთა შემართება ვარჯიშს ბევრად სახალისოს ხდის.

ნახვა
პრესების ვარჯიში
ფუნქციონალური ვარჯიშები

ფუნქციონალური ვარჯიშები

ფუნქციური ვარჯიშები ვარჯიშთა სისტემაა, შემუშავებული მთლიანი სხეულისთვის. ვარჯიშის ტიპი მაღალინტენსიურია რაც ხეელს უწყობს ცხილის წვის პროცესს და ავარჯიშებს სხეულის კუნთების უმრავლესობას. ვარჯიშის  ხანგრძლივობა შდარებით მცირეა, რაც მისი ინტენსივობიდან გამომდინარეობს და შეადგენს 30 წუთს.

ნახვა