ზუკა ღაჭავა

ზუკა ღაჭავა

ბიოგრაფია

სპორტით ბავშვობიდანვე ვიყავი გატაცებული, კერძოდ კი ჭიდაობით. ამ სახეობაში აქტიურად ჩავერთე 2006 წელს. ვარ ევროპის პრიზიორი ჭაბუკებში, მსოფლიო თასის ჩემპიონი, მრავალი საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონ-პრიზიორი. ფიტნესით დავინტერესდი 2016 წელს, შესაბამისად აქტიურად ჩავერთე ამ სფეროში, დავდიოდი შეკრებებზე, სადაც ჭაბუკებს ვუტარებდი ფიზ. მომზადებას სხვადასხვა ტურნირისთვის. არაერთი წარმატებული, მოქმედი სპორტსმენი მომიზადებია . ამჟამად ვსწავლობ GIPA-ში, ბიზნესის ადმინისტრირებაზე.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ვუსმენ კლასიკურ როკს.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ადამიანების გაბედნიერება არის ჩემი მოტივაცია, მინდა ჩემი ცოდნითა და გამოცდილებით დავეხმარო მათ სასურველი შედეგის მიღწევაში.

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ცხოვრების ჯანსაღი წესი, ის საქმე რაშიც დღეს ვარ ჩართული.

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

- ოკტოპუსი ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის კომფორტულად ვგრძნობ თავს, მაბედნიერებს და მავსებს პოზიტივით. ასევე გუნდი, როემლიც ოკტოპუსშია უდიდეს მოტივაციას მიქმნის.

ზუკა ღაჭავა - ს კლასები

პრესების ვარჯიში

პრესის ვარჯიშები ე.წ. TOTAL ABS არის ჯგუფური ვარჯიში,რომელიც პრესის მთლიანი კუნთების სავარჯიშო პროგრამას მოიცავს.აერთიანებს სხვადასხვა სახის 8-10-მდე სახეობის ვარჯიშს,რომლებიც უშუალოდ ორიენტირებულია სრულ შედეგზე. ჯგუფში,მუსიკის თანხლებით და ინსტრუქტორის მითითებებით შესრულებული ვარჯიში გეხმარებათ როგორც მუცლის ფორმების გაუმჯობესებაში,აგრეთვე არასასურველი ცხიმების მოშორებაში.ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთია. გარემო და ჯგუფში მყოფთა შემართება ვარჯიშს ბევრად სახალისოს ხდის.

ნახვა
პრესების ვარჯიში
ფუნქციონალური ვარჯიშები

ფუნქციონალური ვარჯიშები

ფუნქციური ვარჯიშები ვარჯიშთა სისტემაა, შემუშავებული მთლიანი სხეულისთვის. ვარჯიშის ტიპი მაღალინტენსიურია რაც ხეელს უწყობს ცხილის წვის პროცესს და ავარჯიშებს სხეულის კუნთების უმრავლესობას. ვარჯიშის  ხანგრძლივობა შდარებით მცირეა, რაც მისი ინტენსივობიდან გამომდინარეობს და შეადგენს 30 წუთს.

ნახვა