გამარჯობა! მოხარული ვართ, რომ აქ ხართ. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ოკტოპუს ფიტნეს კლუბის ოფიციალურ ბლოგზე! ეს სივრცე შევქმენით თქვენთვის – ჩვენი ერთგული საზოგადოებისთვის, რათა ერთად ვიმოგზაუროთ ჯანმრთელობის, სიძლიერის და თავდაჯერებულობის სამყაროში

ჩვენი კლუბი – ოკტოპუსი – არ არის უბრალოდ სავარჯიშო დარბაზი. ეს არის ადგილი, სადაც ენერგიული და მიზანდასახული ადამიანები იკრიბებიან, რათა მიაღწიონ თავიანთ მიზნებს.

რას უნდა ელოდოთ ჩვენი ბლოგისგან?

  • ფიტნეს რჩევებსა და ვარჯიშის პროგრამებს: არ აქვს მნიშვნელობა დამწყები ხართ თუ გამოცდილი ვარჯიშის მოყვარული, ჩვენ გაგიზიარებთ ეფექტურ ვარჯიშებს, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ სხეულის კონტროლი და გაძლიერდეთ.
  • კვების სახელმძღვანელოს: აქ შემოგთავაზებთ სასარგებლო რჩევებს დაბალანსებული კვების შესახებ.
  • ინტერვიუები ინსტრუქტორებთან: გაეცანით ჩვენს გუნდს, მათ ცოდნასა და გამოცდილებას.
  • ოკტოპუსის მიერ ჩატარებულ აქტივობებზე: მორბენალთა კლუბი, იოგის კლასები ლისზე ღია ცის ქვეშ, მასტერკლასები და სხვა მრავალი.
გაფილტრვა:

Oktopus Padel Tournament – პირველი ჩემპიონატი

8-9 ნოემბერს KUS TBA PADEL - მა მასპინძლობა გაუწია OKTOPUS PADEL TOURNAMENT-ს - ღონისძიებას, რომელმაც კლუბის წევრები ჩართო ენერგიულ მატჩებში, მეგობრულ კონკურენციაში და დაუვიწყარ სპორტულ ატმოსფეროში.

იოგა ოკტოპუს ლისზე, ბაკურიანთან ერთად!

წარმოიდგინეთ იდეალური დილა: მზის პირველი სხივები, გამაგრილებელი ნიავი და სრულყოფილი ჰარმონია. სწორედ ასეთი ატმოსფერო იყო 16 ივლისს ოკტოპუს ფიტნეს კლუბის ლისის ფილიალის გარე სივრცეში, სადაც ჩვენი ახალი, განსაკუთრებული პროექტი დაიწყო!

ოკტოპუსი ბათუმის ბულვარში: მასტერკლასი ღია ცის ქვეშ!

ივლისის პირველ შაბათ-კვირას ოკტოპუს ფიტნეს კლუბმა ბათუმის ბულვარი ნამდვილ ენერგეტიკულ ზონად აქცია! ჩვენი კლუბის წევრები შეუერთდნენ დაუვიწყარ მასტერკლასს ღია ცის ქვეშ, რომელსაც ჩვენი გამორჩეული ტრენერები, გიორგი ბექაური და დავით თარგამაძე უძღვებოდნენ.

Runner’s club

კვირა დღე, დილის 9 საათი … წარმოიდგინეთ ქალაქის მშვიდი ხედები, მზის ამოსვლის ენერგია და ფეხით მოსიარულეთა რითმული ხმა. ეს არ არის უბრალოდ სირბილი; ეს არის Runners Club, ერთობლივი პროექტი, რომელიც ოკტოპუს ფიტნეს კლუბმა და TBC Concept-მა შექმნეს სპეციალურად თქვენთვის!