ზურა ყიზიშვილი

ზურა ყიზიშვილი

ბიოგრაფია

პირადი პრაქტიკა 2002 წლიდან. პედაგოგი 2012 წლიდან. მრავალწლიანი პირადი და პედაგოგიური პრაქტიკის მანძილზე შეიქმნა სრულიად ახალი, უნიკალური სისტემა, რომელიც წარმოადგენს იოგას სხვადასხვა მინდინარეობის საუკეთესო ნაწილების სინთეზს. ჩემი სტილი დაფუძნებულია ჰათჰა იოგაზე და შეიცავს აშტანგას, ვინიასას და კუნდალინი იოგას ელემენტებს.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

სწორს... მუსიკა არის ჰარმონიაში გამოხატული ბგერა, ვიბრაცია, ხმოვანი სიმეტრია.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

უდიდეს სიხარულს განვიცდი, როდესაც ვხედავ იოგას მოვარჯიშე როგორ იცვლება გარეგნულად და არსობრივად. სტიმულს კი ის მანიჭებს, როცა ის ადამიანიც ამჩნევს ამ გარდასახვას და ბედნიერია.

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

იოგა... პროცესებზე დაკვირვება და კანონზომიერებების აღმოჩენა.

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ესაა მყუდრო გარემო სადაც თავს კომფორტულად ვგრძნობ. აქ მუშაობა არაა „მუშაობა“.

ზურა ყიზიშვილი - ს კლასები

ჰათჰა იოგა

კლასიკური იოგას ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა, რომლის საფუძველზე შემდეგ ბევრი ისეთი თანამედროვე მიმართულება შეიქმნა, როგორებიცაა yogafow, ashtanga, vinyasa და  სხვა ნაკლებად ცნობილი სახეობები. იგი წარმოადგენს ფიზიკური ვარჯიშების უნიკალური სისტემას, რომელიც ვარჯიშისას კონცენტრაციის მაქსიმუმს მოითხოვს. ცხოვრებაში კი ყოველდღიურ დისციპლინას. ეს სახეობა ფართოდ არის გავრცელებული ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში და მას მილიონობით ადამიანი მისდევს, როგორც არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთლობის აღსადგენ და გასაძლიერებელ, არამედ როგორც სტრესისგან გასათავისუფლებელ საშუალებას. ვარჯიში იწყება საფუძვლიანი მოთელვით, რომლის დროს ხდება სხეულის შემზადება მომდევნო აქტიური ვარჯიშისათვის. ხურდება კუნთები, სახსრები და მყესები. გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები მოდიან მზადყოფნაში. გაკვეთილის ძირითადი ნაწილს წარმოადგენს რამდენიმე სერიისგან შემდგარი სისტემა, რომელიც ღრმა მასაჟს უკეთებს შინაგან ორგანოებს. ავარჯიშებს ყველა ძირითად სახსარს და 630-ივე კუნთს. აქ ერთმანეთს ენაცვლება მოძრავი და უძრავი, მოქნილობის და ძალისმიერი ვარჯიშები. თანმიმდევრობა ისეა გათვლილი, რომ ყოველი შემდეგი ვარჯიში წინასგან გასვენებს. გაკვეთილი სრულდება - შავასანით. ესაა ღრმა მოდუნების იოგური მეთოდი. რომლის დროსაც ვარჯიშის პროცესისას წარმოქმნილი სიგნალები გარდაიქმნება მოქმედ პროგრამად და სხეულში იწყება სწრაფი ცვლილებები.

ნახვა
ჰათჰა იოგა