ნატალია მესიარიკოვა

ნატალია მესიარიკოვა

ბიოგრაფია

დავამთავრე ჩეხეთის საბალეტო კონსერვატორია. ვარ დიპლომირებული პილატესის და სამკურნალო პილატესის სპეციალისტი. 18 წლიდან ვცეკვავდი თეატრში, პარალელურად მყავდა ჯგუფი რომელსაც ვავარჯიშებდი ცეკვაში და პილატესში. 23 წლიდან დავიწყე მუშაობა პრაღის World Calss-ში პილატესის და პერსონალურ ინსტრუქტორად. მაქვს საკმაოდ დიდი გამოცდილბე ფიზმომზადების კუთხით. 2013 წლიდან ვარ საქართველოში და ვმუსაობ პილატესის ინსტრუქტორად.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

მიყვარს მუსიკა დ არ გამოვარჩევ არცერთ მიმდინარეობას. მუსიკის სტილა გამოვარჩევ ადგილის, ამინდის ხასიათის მიხედვით.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემთვის მთავარი მოტივაცია არის შრომის შედეგი. როცა ვხედავ წარმატებით შესრულებულ საქმეს არა მარტო ბედნიერი ვარ, არამედ მეძლევა სტიმულიც რომ მეტი ვაკეთო, მეტად დავიხარჯო.

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი სამსახური, როცა სხვებს ვეხმარები სასურველი შედეგის მიღწევაში ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია. დღემდე მაოცებს ადამიანის სხეული, მუდმივად ვმუშაობ სხეულის ტრანსფორმაციის ყველა დეტალის გასაცნობად.

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი არის ძალიან კომფორტული, მეგობრული და კარგად მორგებული ფიტნეს კლუბი სადაც შესაძლებელია ვარჯიში 24-7-ზე. აქ ყველაფერია რომ ნებისმიერი ინეტრესის ადამიანმა იპოვოს მისთვის კომფორტული სავარჯიშო სივრცე. მიხარია რომ ასეთი კლუბი არსებობს საქართველოში და მეც ამ კლუბის ნაწილი ვარ.

კალათის ნახვა
0
სისტემაში შესვლა