კოკა კალანდაძე

კოკა კალანდაძე

ბიოგრაფია

მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის უნივერსიტეტის მარკეტინგის ფაკულტეტზე ვსწავლობდი, ჩემი პროფესიით არასდროს მიმუშავია. უკვე 3 წელია პერსონალურ მწვრთნელად ვმუშაობ და სხვებს ვეხმარები სასურველი სხეულის მიღებაში

კითხვა & პასუხი

2. როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ვფიქრობ, რომ ყველა სიტუაციას შესაბამისი მუსიკა სჭირდება, ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ რომელიმე მიმდევრობის მუსიკას ვუსმენ და სხვას არაფერს, ყველაზე მეტად მაინც ტექნოს გამოვყოფ

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემი ყველაზე დიდი მოტივაცია ჩემი პატარა გოგონაა, რომელსაც მინდა საუკეთესო მომავალი ჰქონდეს. ასევე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი ვალდებულება გვაკისრია იმ ადამიანებს, ვინც ფიტნესის სფეროში ვმოღვაწეობთ, რადგან ამ სფეროს საქართველოში ძალიან სჭირდება განვითარება. სწორედ ეს მაძლევს უდიდეს მოტივაციას გავაკეთო უფრო მეტი და მქონდეს წინსვლა ყოველდღიურად

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

არ ვმუშაობ საკუთარი პროფესიით, რადგან ვფიქრობ, რომ რასაც ყოველდღიურად ვაკეთებ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანია. ვცდილობ ყოველდღიურად დავეხმარო სხვებს მიზნის მიღწევაში და ჯანსაღი ცხოვრების დაწყებაში, ეს კი ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი არის ადგილი, სადაც მიზნები მიიღწევა. აქ გხვდებათ საუკეთესო გარემო და მომსახურება, ახალგაზრდა და პროფესიონალი გუნდი, რომელიც თქვენი მიზნის მიღწევაში აუცილებლად უდიდეს როლს შეასრულებს

კალათის ნახვა
0
სისტემაში შესვლა