დანცა ხაბეიშვილი

დანცა ხაბეიშვილი

ბიოგრაფია

ვსწავლობ ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში,პოლიტიკის მეცნიერების ფაკულტეტზე და მიუხედავად რთული გრაფიკისა,ვახერხებ შევინარჩუნო მაღალი აკადემიური მოსწრება.ჩემი მთავარი პროფესია საჯარო მმართველობასთან ასოცირდება,მაგრამ უკვე ორ წელზე მეტია,აქტიურად ვარ ჩართული ფიტნეს სფეროში.გავიარე ტრენინგები თემაზე ‘ფიტნეს ინსტრუქტორი’,პარალელურად ვაგრძელებ კვალიფიკაციის ამაღლებას და ამჟამად ვმუშაობ ამავე პოზიციაზე.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

მუსიკას ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და პირდაპირ მოქმედებს ჩემს ყოველდღიურ განწყობაზე.ვუსმენ ყველაფერს,რაც მომწონს,იქნება ეს რეპი,პოპი,ელექტრონული თუ ესპანურ მოტივებზე შექმნილი მუსიკა. ვარჯიშის დროს მოტივაციას მიმაღლებს 2pac,BIG,Snoop Dog

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ბავშვობიდან მიზანდასახული ვიყავი,მინდოდა ცხოვრებისგან მიმეღო მაქსიმუმი და დღემდე ვთვლი,რომ ყველაფრის მიღწევა შესაძლებელია,მთავარია არ დანებდე.როგორც ამბობენ,ჩვენი ფიქრები გვეხმარება შევცვალოთ სამყარო უკეთესობისკენ. ადამიანები,რომლებიც მუდმივად გვერდით მიდგანან,მაგრძნობინებენ,რომ მე მათ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ვარ - არიან ჩემი მთავარი მოტივატორები.ყველაფერი დადებითი მაძლევს ძალას ვიყო იმაზე უკეთესი ვიდრე ახლა ვარ.

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ჩემთვის ოკტოპუსი არის ერთი დიდი ოჯახი,რომელზეც შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო.უბრალოდ ჩვენ ვართ გუნდი,რომლებმაც შევძელით და სულ ცოტა დროში ვაქციეთ პატარა რვაფეხა ყველასთვის საყვარელ ბრენდად.

კალათის ნახვა
0
სისტემაში შესვლა