ბექა ჯაფარიძე

ბექა ჯაფარიძე

ბიოგრაფია

დავამთავრე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის - ბიზნეს-ინჟინერინგის ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით. თავიდანვე გატაცებული ვიყავი ფეხბურთით, ვთამაშობდი საფეხბურთო კლუბებში „დინამო“ , „დინამო 2“, გორის „დილა“, ოდესის „ოდესა“. 2015 წლიდან ვმუშაობდი სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს შესყიდვების დეპარტამენტში. 2015 წელსვე დავბიწყე მუშაობა Gym 1-ში ფიტნეს ინსტრუქტორად. ამჟამად ვმუშაობ ოკტოპუსში.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ვუსმენ ყველა ჟანრის მუსიკას განწყობის მიხედვით

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

მე ზუსტად მაქვს გონებაში ჩადებული, მთავარია ზუსტად იცოდე და განსაზღვრო მიზანი ცხოვრებაში, გააკეთო და გაიხარჯო ამ მიზნის მისაღწევად. მიღწეულმა კი მოგიტანოს სიხარული, შინაგანი ძალა და თან გაიზარდო, როგორც პროფესიონალი და დაისახო ისევ ახალი უფრო დიდი მიზანი. არ შეგეშინდეს არაფრის, არ დააკლო მცდელობა და გამოგივა ყველაფერი. მაგრამ დიდი მიზნების რეალიზება მიმაჩნია არა ყველა ხერხით, მხოლოდ ღირსეულით, თან ყოველივემ უნდა მოგგვაროს სიამოვნება. აუცილებლად უკავშირდებოდეს ადამიანებს, რომლებისთვისაც მოგაქვს სიხარული და ეხმარები, რომ გაუუმჯობესო და გაულამაზო ცხოვრება. ალბათ ბედნიერიც მაშინ ხარ. ზუსტად ვიცი, რომ სილამაზეს, ჯანსაღ ცხოვრებასა და სუფთა სულს მოაქვს ბედნიერება. ძალიან მოტივირებული ვარ ჩემი ყოველდღიური შრომით, რაც დღის ბოლოს არც ერთ გრამ ენერგიას არ მიტოვებს, მაგრამ თუ ჩემი შრომით, ჩემს ძვირფას ადამიანებს, ვისაც ვემსახურები გულითა და მთელი ჩემი სულით, სასურველ შედეგს მივაღწევინებ და სიხარულის განცდას მოვუტან, ჩემი ცხოვრების გააზრებულ მიზანს დავარქმევდი – იცხოვრო და იშრომო მედნიერებისათვის. ჩემი ცხოვრების მთავარი მოტივაციაც ვფიქრობ ესაა

რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას ?

საკუთარი საქმის კეთება

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ყოველდღე უფრო მეტი ადამიანი ემატება ჯანსაღი ცხოვრების წესით მცხოვრებთა ოჯახს და ვხდებით ბევრნი და ვხდებით მაგალითები როგორ ჯობია ვიცხოვროთ, მაგარია. და კიდევ მთავარია პატარა და დიდ საქმეს, ერთნაირად გულით მიუდგე. ვფიქრობ, გარდა ფიზიკური სრულყოფილებისკენ სწრაფვისა, ერთად ვძლიერდებით სხვა თვისებების გამომუშავებაშიც, რაც არის მოთმინება, ნებისყოფა, ბრძოლისუნარიანობა, კეთილი განწყობა, ჯანმრთელობა, სწორი კვება, შრომისუნარიანობა და რაც მთავარია ყველაფერი ეს გადამდებია.

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

უმნიშვნელოვანესი და გადამწყვეტია სამუშაო გარემო, სადაც განთავსებულია ისეთი მაღალი ხარისხის სავარჯიშო მოწყობილობები, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის ბიოლოგიური სხეულის სწორ განვითარებასთან. ეს გარემო კი ჩვენ ყველას, დღეს ერთიანად გვაქვს. და კიდევ, მაგარია როცა ხარ ისეთ გუნდში, სადაც ადამიანებს ერთმანეთის დანახვა და ერთად ყოფნა უხარიათ. ოქტოპუსი ჩემთვის ნიშნავს ყველაფერს.

კალათის ნახვა
0
სისტემაში შესვლა