სანდრო მარგებაძე

სანდრო მარგებაძე

ბიოგრაფია

ბავშობიდან სპორტის სხვადასხვა სახეობებში ვიყავი ჩართული პროფესიონალურ დონეზე. ფეხბურთი, ხელბურთი, კალათბურთი, ცურვა, ყოველთვის წარმოადგენდა ჩემ ინტერესთა სფეროს… ესე რომ ვთქვათ ჩემი ცხოვრება სპორტს მივუძღვენი და ახლაც აქტიურად ვარ ჩართული სპორტის სხვადასხვა ღონისძიებებში, ამასთანავე ვარ საქართველოს პრიზიორი საქართველოს ბოდიბილდინგის ჩემპიონატში, ოკტოპუსი არის ადგილი, სადაც განვითარებას ლიმიტი არ აქვს, აქ ყველაფერია რაც წარმატების მისაღწევად გჭირდება, ფიტნესს თავი 2014 წლიდან დავუკავშირე და ვფიქრობ ჩემი თავი აქ ვიპოვე და არა რომელიმე სხვა სფეროში.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

მუსიკა როგორც განტვირთვის ასევე მოტივაციის საშუალებაა, კონკრეტული მიმდენარეობის გამოყოფა არ შემიძლია;

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემთვის საუკეთესო მოტივაცია შინაგანი განვითარებაა;

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ადამიანებთან ჩემი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, თუნდაც ფიტნესის კუთხით ;

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი არის ადგილი სადაც შეგიძლია შენი თავი ყველა ასპექტში განავითარო მიხარია რომ ამ დიდი და ძლიერი გუნდის წევრი ვარ, რომელიც დაარსების დღიდან მუდმივად ვითარდება.

სანდრო მარგებაძე - ს კლასები

პრესების ვარჯიში

პრესის ვარჯიშები ე.წ. TOTAL ABS არის ჯგუფური ვარჯიში,რომელიც პრესის მთლიანი კუნთების სავარჯიშო პროგრამას მოიცავს.აერთიანებს სხვადასხვა სახის 8-10-მდე სახეობის ვარჯიშს,რომლებიც უშუალოდ ორიენტირებულია სრულ შედეგზე. ჯგუფში,მუსიკის თანხლებით და ინსტრუქტორის მითითებებით შესრულებული ვარჯიში გეხმარებათ როგორც მუცლის ფორმების გაუმჯობესებაში,აგრეთვე არასასურველი ცხიმების მოშორებაში.ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთია. გარემო და ჯგუფში მყოფთა შემართება ვარჯიშს ბევრად სახალისოს ხდის.

ნახვა
პრესების ვარჯიში