ნინი გამეზარდაშვილი

ნინი გამეზარდაშვილი

ბიოგრაფია

პროფესიით ვარ იურისტი , თუმცა ამ სფეროში არასდროს ვმოღვაწეობდი, ფიტნესი ყოველთვის მიზიდავდა ,დროთა განმავლობაში გამიჩნდა დიდი სურვილი , რომ საკუთარი თავი წარმომეჩინა ამ კუთხით. 2013 წლიდან დავიწყე აქტიური ჩართულობა ფიტნესში, რითიც სამომომავლოდ ავისრულე ჩემი დიდი სურვილი და გავხდი ფიტნეს ინსტრუქტორი. მონაწილეობა მაქვს მიღებული სხვადასდვა ტრეინინგსა და სასწავლო კურსში, მუდმივად ვცდილობ განვვითარდე ამ პროფესიაში შესაბამისად არ ვწყვეტ კვალიფიკაციის ამაღლებას.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ძირითადად ვუსმენ ელექტრონულ მუსიკას, თუმცა ასევე მიზიდავს მუსიკის სხვადასხვა ჟანრიც, გააჩნია განწყობას.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემი საყვარელი ადამიანები, ჩემი ოცნებები, მიზნები, ადამიანების დახმარების სურვილი და მათთვის მოტივაციის მიცემა. რაც უფრო ძლიერია მიზნის მიღწევის სურვილი, მით უფრო ძლიერია მოტივაციაც.

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

მსიამოვნებს ის საქმიანობა რითიც დაკავებული ვარ, რადგან ამით ვეხმარები ადამიანებს სხეულის ტრანსფორმირებასა და სასურველი შედეგის მიღებაში.

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

- პირველ რიგში ოკტოპუსი ჩემთვის კარიერული წინსვლისა და განვითარების შესაძლებლობაა, ეს არის ადგილი, სადაც მისვლა მიხარია რადგან აქ თავს კომფორტულად ვგრძნობ, ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ იცხოვრო ჯანსაღად , ბედნიერი ვარ, რომ შემოვუერთდი ამ არაჩვეულებრივ გუნდს.

ნინი გამეზარდაშვილი - ს კლასები

ჩაჯდომები

ჩაჯდომები სპეციალურად შექმნილი ვარჯიშთა სისტემაა, რომელიც მიმართულია ფეხის კუნთების, ბარძაყისა და დუნდულა კუნთების ტონუსში მოსაყვანად. ჩაჯდომების ჯგუფური ვარჯიში აერთიანებს ინტენსიურ ვარჯიშებს, რომელიც გრძელდება ნახევარი საათის განმავლობაში და ძირითადად მიმართულია ქვედა ტანის კუნთების დატვირთვაზე. 

ნახვა
ჩაჯდომები