ნიკა ლაზარიაშვილი

ნიკა ლაზარიაშვილი

ბიოგრაფია

ქ.თბილისი. დავამთავრე N-106 სკოლა. შემდეგ დავამთავრე კოლეჯი, პროფესიით - ორთოპედ სტომატოლოგია. მინდოდა ვყოფილიყავი ცნობილი მომღერალი და ვფიქრობ, რომ საქართველოში მოსახლეობის დიდი ნაწილი, არა ერთი სატელევიზიო მუსიკალური შოუების და კოსნცერტების საშუალებით მიცნობს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დავკმაყოფილდი და გაჩერებას ვაპირებ! შემდეგ დავინტერესდი სპორტით და ერთი წელი ვმუშაობდი სპორტ-დარბაზში ინსტრუქტორად, ახლა ოკტოპუსში ვარ.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

- რადგანაც ძალიან ბევრი სტილის მუსიკასთან მაქვს შეხება, და ამიტომ კონკრეტულად ვერ გამოვყოფ.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემი მოტივაცია არის ჩემი მიზნები.. ყოველი ახალი დღე მაძლევს იმის შანს, რომ არა ვუთხრა სიზარმაცეს და არ დავიზარო არაფერი, მიუხედავად რთული, ხელისშემშლელი გარემოებისა

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ცხოვრების ამ ეტაპზე - მუსიკასთან ურთიერთობა და საკუთარ თავზე მუშაობა, (განვითარების თვალსაზრისით)

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

მიუხედავად ჩემი აქ ყოფნის ძალიან მცირე დროისა, უკვე დიდ ოჯახს, რომელიც გაძლიერებს და განვითარებს! მადლობა, რომ ოკტოპუსელი ვარ.

ნიკა ლაზარიაშვილი - ს კლასები

მაღ. ინტ. ვარ. / Synergy 360

სინერჯი 360 არის სპეციალურად შექმნილი ტრენაჟორთა სისტემა,რომელიც განკუთვნილია როგორც მცირე ჯგუფური ვარჯიშებითვის,ასევე ინდივიდუალური მომზადებისთვის. ტრენაჟორის თითოეული ნაწილი განსაკუთრებულია და იძლევა საშუალებას შეიქმნას სავარჯიშო პროგრამების უამრავი ოპტიმალური ვარიანტი.ინოვაციური კონცეფცია გვთავაზობს საინტერესო და მრავალფეროვან სისტემებს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. სინერჯი 360 აერთიანებს როგორც კარდიო,ასევე ძალისმიერ ვარჯიშებს,აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას,ხელს უწყობს სხეულის ტონუსში მოყვანას და წონის კლებას. ვარჯიშების ინტენსივობა ინდივიდუალურია,მაგრამ ძირითადად მათი ხანგრძლივობა არ აღემატება 30 - 40 წუთს.

ნახვა
მაღ. ინტ. ვარ. / Synergy 360
პრესების ვარჯიში

პრესების ვარჯიში

პრესის ვარჯიშები ე.წ. TOTAL ABS არის ჯგუფური ვარჯიში,რომელიც პრესის მთლიანი კუნთების სავარჯიშო პროგრამას მოიცავს.აერთიანებს სხვადასხვა სახის 8-10-მდე სახეობის ვარჯიშს,რომლებიც უშუალოდ ორიენტირებულია სრულ შედეგზე. ჯგუფში,მუსიკის თანხლებით და ინსტრუქტორის მითითებებით შესრულებული ვარჯიში გეხმარებათ როგორც მუცლის ფორმების გაუმჯობესებაში,აგრეთვე არასასურველი ცხიმების მოშორებაში.ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთია. გარემო და ჯგუფში მყოფთა შემართება ვარჯიშს ბევრად სახალისოს ხდის.

ნახვა