ნანო მაჩიტაძე

ნანო მაჩიტაძე

ბიოგრაფია

ბავშვობიდან გატაცებული ვიყავი სპორტით. 11 წლიდან ვთამაშობდი ჩოგბურთს, ვარ სპორტცეკვების მსოფლიო ფედერაციის წევრი - სამგზის საქართველოს ჩემპიონი და ოთხგზის ბრინჯაოს მედლის მფლობელი სამეჯლისო ცეკვებში. 6 წელია აქტიურად ვარ დაკავებული ფიტნესით. გავიარე კურსი საქართველოს ბოდიბილდინგისა და ფიტნესის ფედერაციაში და გავხდი სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი. 3 წელი აქტიურად ვიყავი დაკავებული სპინინგით. მიუხედავად იმისა, რომ პროფეესიით ვარ მარკეტერი და მაქვს მრავალწლიანი სტაჟი მენეჯერული მიმართულებით ყველაზე კომფორტულად თავს სატრენაჟორო დარბაზში ვგრძნობ, სადაც შემიძლია ადმაინებს დავეხმარო სასურველი შედეგის მიღწევაში და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

განწყობის მიხედვით;

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივატორი არის ჩემი მოსწავლეების მიზნის მიღწევა;

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის რასაც ვაკეთებ;

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი არის ისეთი ადგილი, სადაც მოსვლა ყოველთვის მიხარია და მეამაყება რომ მე ამ კლუბის ნაწილი ვარ.

ნანო მაჩიტაძე - ს კლასები

სპინინგი

მაღალი ინტენსივობის ჯგუფური ვარჯიში, რომელიც სრულდება სპეციალურ ველოტრენაჟორზე, რომელიც დამონტაჟებულია ფიქსირებულ მდგომარეობაში, მისი სპეციალურად შექმნილი დამძიმებული მეტალის ბრუნვადი თვალი კი გეხმარებათ მუდმივი ტემპის შენარჩუნებაში. სპინინგის ვარჯიშს აქვს ჯგუფური ფიტნეს ფორმატი, რომლის ძირითადი მიზნებიც გახლავთ გამძლეობის ზრდა, ფიზიკური სიძლიერე, სუნთქვითი შესაძლებლობების გაძლირება და რაც მთავარია ენერგიის მიზნობრივი ხარჯვა, რაც ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმების ორგანიზმიდან გამოდევნას. სპინინგი ფიზიკურად მსუბუქად ზემოქმედებს ორგანიზმზე, ტრამვებზე და პოსტ ტრამვულ მდგომარეობებზე, რის გამოც ხშირად გამოიყენებენ რეაბილიტაციური ვარჯიშების შესასრულებლად.

ნახვა
სპინინგი