ნათია ნათენაძე

ნათია ნათენაძე

ბიოგრაფია

ჩემს ძირითად ინტერესს ყოველთვის საკუთარი თავი იწვევდა. ვისწავლე ფსიქოლოგიის მიმართულებით, თუმცა ძირითად საქმიანობად იოგა გადაიქცა. პრაქტიკა დავიწყე საკუთარი სურვილით, სახლის პირობებში, 2015 წელს. 3 წლის შემდეგ ჰათჰა იოგის ჯგუფური ვარჯიშების ინსტრუქტორი გავხდი სპორტდარბაზში. ფიზიკურად ყოველთვის აქტიური ვიყავი, თუმცა იოგა გვთავაზობს მთლიან გამოჯანმრთელებას, (სხეულის, ნერვული სისტემის, გონების, სულის)... ასე რომ, საბოლოოდ იოგას ყველა ვარჯიში ემსახურება ადამიანის ერთობლივ მოყვანას ფორმაში და მისი ძალების დაბალანსებას ამა თუ იმ ასპექტში, რაც მის ყოველდღიურობაზე აისახება. ვგრძნობ, რომ ეს ის საქმეა და ის გზა, რაც უნდა გავიარო, რადგან ის მანიჭებს ბედნიერებას და მიღვიძებს ინტერესს სამომავლოდ განვითარებისთვის

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

მინდა ჩარჩოები არ იყოს მუსიკის არჩევაში და ვუსმინო და ვიყო იმ მუსიკასთან ერთად, რომელიც მჭირდება კონკრეტულ მომენტში. რადიკალურად განსხვავებულ მუსიკებს შეიძლება მოვუსმინო დროის მცირე პერიოდში;

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემი მოტივაციური და გამომაცოცხლებელი ენერგია აქვთ ადამიანებს, რომელთათვისაც გამომდის დახმარება და კარგის გაკეთება, მაშინ საქმეს შესრულებულად და ღირებულად ვთვლი;

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ყველაზე სასიამოვნოა ჩემთვის იოგის ვარჯიშისას რაიმე ახლის, აქამდე არ ან ვერ შემჩნეულის დანახვა, გაგება... ეს იმას ნიშნავს, რომ განვითარება და სხვა საფეხურების გაჩენა გრძელდება. და მიდიხარ წინ;

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი ადგილია, სადაც ღია ურთიერთობები, ერთმანეთისგან სწავლა და დახმარება შესაძლებელს ხდის საკუთარი თავის განვითარებას მუდმივად და შემდეგ იმ ყველაფრის რეალიზებას, რაც დააგროვე.

ნათია ნათენაძე - ს კლასები

ჰათჰა იოგა

კლასიკური იოგას ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა, რომლის საფუძველზე შემდეგ ბევრი ისეთი თანამედროვე მიმართულება შეიქმნა, როგორებიცაა yogafow, ashtanga, vinyasa და  სხვა ნაკლებად ცნობილი სახეობები. იგი წარმოადგენს ფიზიკური ვარჯიშების უნიკალური სისტემას, რომელიც ვარჯიშისას კონცენტრაციის მაქსიმუმს მოითხოვს. ცხოვრებაში კი ყოველდღიურ დისციპლინას. ეს სახეობა ფართოდ არის გავრცელებული ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში და მას მილიონობით ადამიანი მისდევს, როგორც არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთლობის აღსადგენ და გასაძლიერებელ, არამედ როგორც სტრესისგან გასათავისუფლებელ საშუალებას. ვარჯიში იწყება საფუძვლიანი მოთელვით, რომლის დროს ხდება სხეულის შემზადება მომდევნო აქტიური ვარჯიშისათვის. ხურდება კუნთები, სახსრები და მყესები. გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები მოდიან მზადყოფნაში. გაკვეთილის ძირითადი ნაწილს წარმოადგენს რამდენიმე სერიისგან შემდგარი სისტემა, რომელიც ღრმა მასაჟს უკეთებს შინაგან ორგანოებს. ავარჯიშებს ყველა ძირითად სახსარს და 630-ივე კუნთს. აქ ერთმანეთს ენაცვლება მოძრავი და უძრავი, მოქნილობის და ძალისმიერი ვარჯიშები. თანმიმდევრობა ისეა გათვლილი, რომ ყოველი შემდეგი ვარჯიში წინასგან გასვენებს. გაკვეთილი სრულდება - შავასანით. ესაა ღრმა მოდუნების იოგური მეთოდი. რომლის დროსაც ვარჯიშის პროცესისას წარმოქმნილი სიგნალები გარდაიქმნება მოქმედ პროგრამად და სხეულში იწყება სწრაფი ცვლილებები.

ნახვა
ჰათჰა იოგა