ლაშა ჯალაღონია

ლაშა ჯალაღონია

ბიოგრაფია

ჩემი სპორტული კარიერა დაიწყო ჯერ კიდევ 6 წლის ასაკში. 16 წლისას მოვხვდი ფიტნეს კლუბში, საიდანაც იწყება ჩემი პროფესიული კარიერა. 18 წლის ასაკში გავხდი ევროპის ჩემპიონი, ვარ ორ გზის ჩემპიონი ბოდიბილდინგში, ასევე უკრაინაში გამართული, შავი ზღვის თასის მესამე ადგილის მფლობელი. ყოველთვის მიყვარდა ჩემი ცოდნის სხვებისთვის გაზიარება,სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ფიტნეს ინსტრუქტორობა. მყავს ჩემპიონები და პრიზიორები ფიტნესსა და ბოდიბილდინგში, ასევე მივიღე კვალიფიკაცია და ავიღე დიპლომი, როგორც გამოცდილმა ტრენერმა მსოფლიო ფედერაციისგან.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

მუსიკას განწყობის მიხედვით ვირჩევ.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

მოტივაციას ჩემი მიზნები მაძლევენ.

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ფიტნესი.

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი კომფორტული სივრცეა ჩემთვის, მიყვარს ეს გარემო და ადმიანები ვისთან ერთადაც ვმუშაობ.

ლაშა ჯალაღონია - ს კლასები

პრესების ვარჯიში

პრესის ვარჯიშები ე.წ. TOTAL ABS არის ჯგუფური ვარჯიში,რომელიც პრესის მთლიანი კუნთების სავარჯიშო პროგრამას მოიცავს.აერთიანებს სხვადასხვა სახის 8-10-მდე სახეობის ვარჯიშს,რომლებიც უშუალოდ ორიენტირებულია სრულ შედეგზე. ჯგუფში,მუსიკის თანხლებით და ინსტრუქტორის მითითებებით შესრულებული ვარჯიში გეხმარებათ როგორც მუცლის ფორმების გაუმჯობესებაში,აგრეთვე არასასურველი ცხიმების მოშორებაში.ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთია. გარემო და ჯგუფში მყოფთა შემართება ვარჯიშს ბევრად სახალისოს ხდის.

ნახვა
პრესების ვარჯიში