კოტე ცქიტიშვილი

კოტე ცქიტიშვილი

ბიოგრაფია

პატარა ასაკიდანვე ვიყავი დავაკებული სხვადასხვა სპორტული აქტივობით. რამდენიმე წლის განმავლობაში ვთამაშობდი წყალბურთს. ასევე ვთამაშობდი ფეხბურთს, როგორც საქართველოში, ასევე შვეიცარიის ლიგაში. ვსრიალებ თხილამურებზე პროფესიონალურ დონეზე, ვარ საქართველოს ჩემპიონატის პირველი ადგილის მფლობელი. ბაკალავრზე და მაგისტრატურაზე ვწავლობდი ბიზნეს ადმინისტრირების ფაკულტეტზე, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობა არ გამიგრძელებია. რაც შეეხება ფიტნესს, ამ სფეროთი 8 წლის წინ დავინტერესდი. თავდაპირველად მოყვარულის დონეზე ვვარჯიშობდი, შემდეგ გადავწყვიტე ჰობი პროფესიად მექცია. ამჟამად ვარ ოკტოპუსის ინსტრუქტორი.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

მუსიკის გარეშე ცხოვრება არ წარმომიდგენია.. ვუსმენ ყველაფერს.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

საქმე , რომელსაც ვაკეთებ და ასევე ხალხი, რომელიც ამ საქმის ნაწილია. მოტივაციას მაძლევს იმ ხალხის დახმარება, რომლებსაც სურთ მიაღწიონ სასურველ შედეგს.

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ისევ ვიტრიალებ ფიტნესის გარშემო, საქმე რომელსაც ვაკეთებ დიდ სიამოვნებას მანიჭებს ეს სფეროა საიდანაც დავინახე, რომ შეუძლებელი არაფერია მთავარია მონდომება .

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

- ოკტოპუსი ჩემთვის არის კარიერული წინსვლის და განვითარების შესაძლებლობა. ეს არის მომხმარებელზე ორიენტირებული გარემო, სადაც ყველაფერია იმისთვის რომ მომხმარებელმა ჯანსაღად და კომფორტულად იგრძნოს თავი . ასე ვთქვათ ოკტოპუსი დიდი ოჯახია, რომლის წევრი უკვე მეც ვარ.

კოტე ცქიტიშვილი - ს კლასები

მაღ. ინტ. ვარ. / Synergy 360

სინერჯი 360 არის სპეციალურად შექმნილი ტრენაჟორთა სისტემა,რომელიც განკუთვნილია როგორც მცირე ჯგუფური ვარჯიშებითვის,ასევე ინდივიდუალური მომზადებისთვის. ტრენაჟორის თითოეული ნაწილი განსაკუთრებულია და იძლევა საშუალებას შეიქმნას სავარჯიშო პროგრამების უამრავი ოპტიმალური ვარიანტი.ინოვაციური კონცეფცია გვთავაზობს საინტერესო და მრავალფეროვან სისტემებს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. სინერჯი 360 აერთიანებს როგორც კარდიო,ასევე ძალისმიერ ვარჯიშებს,აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას,ხელს უწყობს სხეულის ტონუსში მოყვანას და წონის კლებას. ვარჯიშების ინტენსივობა ინდივიდუალურია,მაგრამ ძირითადად მათი ხანგრძლივობა არ აღემატება 30 - 40 წუთს.

ნახვა
მაღ. ინტ. ვარ. / Synergy 360
პრესების ვარჯიში

პრესების ვარჯიში

პრესის ვარჯიშები ე.წ. TOTAL ABS არის ჯგუფური ვარჯიში,რომელიც პრესის მთლიანი კუნთების სავარჯიშო პროგრამას მოიცავს.აერთიანებს სხვადასხვა სახის 8-10-მდე სახეობის ვარჯიშს,რომლებიც უშუალოდ ორიენტირებულია სრულ შედეგზე. ჯგუფში,მუსიკის თანხლებით და ინსტრუქტორის მითითებებით შესრულებული ვარჯიში გეხმარებათ როგორც მუცლის ფორმების გაუმჯობესებაში,აგრეთვე არასასურველი ცხიმების მოშორებაში.ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთია. გარემო და ჯგუფში მყოფთა შემართება ვარჯიშს ბევრად სახალისოს ხდის.

ნახვა