ია უძილაური

ია უძილაური

ბიოგრაფია

განათლება მაქვს მიღებული ორ სხვადასხვა სფეროში - ისტორიკოსი, კულტურის მეცნიერებების მაგისტრი და ფიტნეს ინსტრუქტორი : პერსონალური მწვრთნელი, მოზარდების ფიზ. მომზადების მწვრთნელი, პარაოლიმპიელი სპორტსმენების და შშმ პირების ფიზიკური დატვირთვის მწვრთნელი, ტექნოჯიმის მასტერ ტრენერი... ფიტნეს ინსტრუქტორობის პარალელურად ფიტნესში როგორც პროფესიონალურ სპორტში გამოცდილება იყო მნიშვნელოვანი ეტაპი. საქართველოსა თუ ესპანეთის ჩემპიონატებში გამარჯვებები და ჩემპიონის ტიტული კი საამაყო შედეგი. ფიტნეს სფეროში 7 წლიანი გამოცდილების თავზე ფიტნეს სკოლის ხელმძღვანელობა, ლექციების წაკითხვა, საკუთარი ცოდნის გაზიარება და ამ სფეროში პროფესიონალიზმის და განათლების საჭიროების წახალისება ვფიქრობ ჩემი ყველაზე დიდი მიღწევაა ამ ეტაპზე.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

მიყვარს ბლუზი ; ვვარჯიშობ ტექნოზე; ვცეკვავ ყველაფერზე

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემი შვილი და ჩემი ოცნებები; მოძრაობა და განვითარება, სიახლეები და შემოქმედება.

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის რასაც ვაკეთებ; დავეხმარო ადამიანებს რომ იყვნენ უფრო ბედნიერები.

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი ჩემთვის ნიშნავს სივრცეს სადაც ჩვენ სურვილებს ვახორციელებთ. სადაც ვმოძრაობთ; ვურთიერთობთ; ვერთობით და ვაღწევთ მიზნებს , რომლებიც ჩვენ ჯანმრთელობას, სიძლიერეს, სილამაზეს და ბედნიერებას უკავშირდება.

კალათის ნახვა
0
სისტემაში შესვლა