ფიტბოქსი
ბოქსის, კიკბოქსის და ფიტნესის ვარჯიშების ნაზავი, რომელიც სრულდება ჯგუფში პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად. ვარჯიში მოიცავს როგორც საბრძოლო ხელოვნების ილეთების შესრულებას, სპეციალური ხელთათმანებითა და სავარჯიშო ინვენტარით, აგრეთვე სხვა აერობულ და ფიტნეს ვარჯიშებს, რაც მთლიანობაში განკუთვნილია სხეულის ტონუსში მოსაყვანად, ძალისა და გამძლეობის მომატებისთვის, აგრევე წონის კორექციისათვის. ვარჯიშის ხანგრძლივობა 45 წუთი
ნახვა

ტაიბო
Tae-bo -ეს არის მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები, რომელიც მოიცავს Box-ს, კარატეს და სხვა აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების სახეობებს. ტაებო არის კომბინაცია საბრძოლო ხელოვნების დამახასიეთებელი წვრთნების, ყურადღების ცენტრში ბოქსის ძალა, რითმთან შეთანხმებით.უნდა აღინიშნოს რომ, ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ მოიყვანოთ სხეული ფორმაში და დაწვათ ზედმეტი კალორიები. ტაებო მოიცავს კარდიო ვარჯიშებს. ხელის, ფეხის და პრესის ინტენსიური ვარჯიშებით. ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას, ვითარდება მოქნილობა, ძალა, სწრაფი რეაქცია და ბალანსი. აქტიური ვარჯიშები საშუალებას მოგცემთ გახდეთ და განთავისუფლდეთ უარყოფითი ენერიებისგან.
ნახვასტრეჩინგი
გაწელვების შესრულება აუცილებელია ფიტნესის ვარჯიშებთან ერთად, რათა კუნთებს ქონდეთ მეტი ელასტიურობა და შესაბამისად ჩვენს სხეულს. გვაძლევს საშუალებას ავიცილოთ არასასურველი ტრავმები, მოვახდინოთ ვარჯიშის შემდგომი ტკივილების პრევენცია, მივცეთ კუნთს აღდგენისა და ზრდის მეტი შესაძლებლობა. ვარჯიში სრულდება ინსტრუქტორის მითითებებითა და მეთვალყურეობით. ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთი
ნახვა