თაკო გაგნიძე

თაკო გაგნიძე

ბიოგრაფია

📢 პროფესიით ვარ ფსიქოლოგი. ბავშვობიდან მიტაცებს ექსტემალური სპორტი. ამ სფეროში ჩემი კარიერა 2014 წლიდან დაიწყო. ვარ ჯგუფური ვარჯიშების: აერობიკის, ძალისმიერი აერობიკის, ზუმბას და პილატესის ინსტრუქტორი. 👍

კითხვა & პასუხი

როგორ ასახავს თქვენს პიროვნებას კლუბი OkTopUs ?

ეს არის ადგილი, სადაც ყოველი დღე დადებითი ენერგიით მავსებს, სადაც შეგვიძლია მივაღწიოთ დასახულ მიზნებს, გავხდეთ უფრო ძლიერები, ჯანმრთელები და მიზანდასახულები. შევიძინე ახალი გამოცდილება და მეგობრები.

რომელი მუსიკის სტილი აგსახავთ თქვენ ?

დამოკიდებულია განწყობაზე. ვარჯიშის დროს ძირითადად მძიმე როკს ვანიჭებ უპირატესობას.

რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას ?

დასახული მიზნების შესრულება. განცდა, რომ რაღაც ახალს ვსწვალობ და ვვითარდები. 

რა მოგწონთ ყველაზე მეტად OkTopUs-ში ?

სამუშაო გარემო და ყოველდღიურად, ახალ, საინტერესო ადამიანებთან კომუნიკაციის პროცესი.

რომელია თქვენი საყვარელი ცნობილი ადამინაი ?

კონკრეტულად ვერ გამოვარჩევ. ისინი, ვისაც რაიმე ღირებული შეუქმნია/ქმნის ადამიანებისათვის.

თაკო გაგნიძე - ს კლასები

აერობიკა

„აერობიკა“ ნიშნავს „ჟანგბადთან ერთად“ ! ჯგუფური ვარჯიში პროფესიონალ აერობიკის ინსტრუქტორთან ერთად სპეციალურად შერჩეული მუსიკის თანხლებით ხდება სახალისო. გმატებთ ენერგიას, ავსებს ორგანიზმს ჟანგბადით, ავარჯიშებს სხეულის აბსოლიტურად ყველა კუნთს, მოყავს ტონუსში მთელი ორგანიზმი და წვავს უამრავ კალორიას. ვარჯიშის ხანგრძლივობა 30-45 წუთი

ნახვა
აერობიკა
სტეპ აერობიკა

სტეპ აერობიკა

აერობული, ჯგუფური ვარჯიში ინსტრუქტორთან ერთად. სრულდება ჯგუფში ენერგიული მუსიკის თანხლებით სპეციალური „სტეპ“(საფეხური) ინვენტარის გამოყენებით. ჩვეულებრივი აერობიკისაგან განსხვავებით მეტი დატვირთვა მოდის ფეხებისა და საჯდომის კუნთებზე. ვარჯიშის ხანგრძლივობა 30-45 წუთი

ნახვა

სტრეჩინგი

გაწელვების შესრულება აუცილებელია ფიტნესის ვარჯიშებთან ერთად, რათა კუნთებს ქონდეთ მეტი ელასტიურობა და შესაბამისად ჩვენს სხეულს. გვაძლევს საშუალებას ავიცილოთ არასასურველი ტრავმები, მოვახდინოთ ვარჯიშის შემდგომი ტკივილების პრევენცია, მივცეთ კუნთს აღდგენისა და ზრდის მეტი შესაძლებლობა. ვარჯიში სრულდება ინსტრუქტორის მითითებებითა და მეთვალყურეობით. ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთი

ნახვა
სტრეჩინგი