ვახო კობიაშვილი

ვახო კობიაშვილი

ბიოგრაფია

ბავშვობის ასაკიდან ჩართული ვარ სპორტის, კერძოდ კი საბრძოლო ხელოვნების რამოდენიმე სახეობაში, სადაც საკმაო გამოცდილებაც დავაგროვე. პროფესიით ვარ იურისტი. უკვე 8 წელია რაც ვარ ფიტნესით გატაცებული. დიდი ფიქრის შემდეგ გააზრებულად გადავწყვიტე , რომ ჩემს ძირითად პროფესიას ფიტნეს ინსტრუქტორობაც შევუთავსო, ადამიანებს მოვუწოდო ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისაკენ და რა თქმა უნდა მაქსიმალურად დავეხმარო მათ მიზნების მიღწევაში. ფიტნესი მხოლოდ ჰობი არ არის, იგი ჩემი ცხოვრების ინტერესი და მუდმივი განვითარების საფუძველია. მიმაჩნია რომ, იქ სადაც მონდომებაა საზღვრები არ არსებობს, შესაბამისად ამ სფეროში განვითარებისა და წარმატების საწინდარი სწორედ ისეთი დამოკიდებულებაა, რომელიც მე გამაჩნია ამ საქმიანობის მიმართ.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

მუსიკა ემოციების წყაროა, ჩემთვის უპირატესია ყველა ის ჟანრი, რომელიც დადებითი ენერგიით მმუხტავს.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

შრომის დაფასება და მიზნამდე მსვლელობისას სასურველი შედეგების მიღება მაძლევს დიდ მოტივაციას

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ყველაზე მეტად მსიამოვნებს საქმიანობა, როდესაც ინდივიდუალურად ვეხმარები ადამიანებს განვითარებაში და ამით ხელს ვუწყობ მათი მიზნების შესრულებას.

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

- ჩემთვის ოკტოპუსი პირველ რიგში არის ახალი შესაძლებლობა, ახალი გამოწვევა, ახალი შანსი წარმატებისკენ მსვლელობაში და მჯერა, რომ ამ უძლიერეს გუნდთან ერთად აუცილებლად გავუწევთ პოპულარიზაციას ცხოვრების ჯანსაღ წესს.

ვახო კობიაშვილი - ს კლასები

პრესების ვარჯიში

პრესის ვარჯიშები ე.წ. TOTAL ABS არის ჯგუფური ვარჯიში,რომელიც პრესის მთლიანი კუნთების სავარჯიშო პროგრამას მოიცავს.აერთიანებს სხვადასხვა სახის 8-10-მდე სახეობის ვარჯიშს,რომლებიც უშუალოდ ორიენტირებულია სრულ შედეგზე. ჯგუფში,მუსიკის თანხლებით და ინსტრუქტორის მითითებებით შესრულებული ვარჯიში გეხმარებათ როგორც მუცლის ფორმების გაუმჯობესებაში,აგრეთვე არასასურველი ცხიმების მოშორებაში.ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთია. გარემო და ჯგუფში მყოფთა შემართება ვარჯიშს ბევრად სახალისოს ხდის.

ნახვა
პრესების ვარჯიში
ფუნქციონალური ვარჯიშები

ფუნქციონალური ვარჯიშები

ჯგუფური ვარჯიშია, რომელიც მიმართულია გამძლეობაზე, მოქნილობასა და სისწრაფეზე. ვარჯიში შეიცავს  აერობიკის, პილატესის და ტანვარჯიშის ელემენტებს. FITNESS MIX-ში შემავალი ვარჯიშები ისეა შერჩეული, რომ კომპლექსურად მოძრაობს ყველა კუნთი, რის შედეგადაც ტონუსში მოდის მთელი სხეული, განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხერხემალზე.

ნახვა