დათო შაპირო

დათო შაპირო

ბიოგრაფია

📢 ზუტად არ მახსოვს რამდენი წელია რაც ფიტნესით დავინტერესდი, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ იყო, ფაქტობრივად ღრმა ბავშვობიდან. 2012 წლიდან ვმუშაობ ინსტრუქტორად და პარალელურად შეჯიბრებებშიც ვიღებ მონაწილეობას. 💪 ვარ საქართველოს 2015 წლის ჩემპიონი მენს ფიზიკის კატეგორიაში. 🏆 2016 წელს გავდხი მე-2 ადგილოსანი და ამავე წელს გავხდი არნოლდ კლასიკის ნახევარფინალისტი, შეჯიბრი ჩატარდა ესპანეთში, ბარსელონაში. 👍

კითხვა & პასუხი

როგორ ასახავს თქვენს პიროვნებას კლუბი OkTopUs?

ჩემს სპორტულ და სამწვრთნელო კარიერაში კიდევ ერთი საფეხურით წინსვლა.

რომელი მუსიკის სტილი აგსახავთ თქვენ ?

როკი ცალსახად

რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას ?

საკუთარი საქმის კეთება და ხალხთან ურთიერთობა.

რა მოგწონთ ყველაზე მეტად OkTopUs-ში ?

კომფორტი, უმაღლესი დონის ტრენაჟორები და მეგობრული გარემო.

რომელია თქვენი საყვარელი ცნობილი ადამინაი/ ჯგუფის ხალხი?

არნოლდ შვარცენეგერი, მაიკლ ჯორდანი და მიხაელ შუმახერი

დათო შაპირო - ს კლასები

მაღ. ინტ. ვარ. / Synergy 360

სინერჯი 360 არის მსოფლიო ბრენდის LifeFitness-ის ინოვაცია და ახალი სიტყვა ფიტნეს ინდუსტრიაში. სპეციალურად შექმნილი სინერჯი 360 ის დანადგარი უზრუნველყოფს 100ობით ვარჯიშის შესრულებას. ვარჯიში სრულდება ჯგუფში პროფესიონალი ინსტრუქტორის მითითებებით და მეთვალყურეობის ქვეში, სხვადასხვა ვარჯიშების ერთობლიობა და კარდიო დატვირთვა კი ერთად იძლევა წარმოუდგენელ შედეგს მთელი სხეულის ტონუსში მოსაყვანად, ძალისა და გამძლეობის მოსამატებლად და არასასურველი კალორიების დასაწვავად.

ნახვა
მაღ. ინტ. ვარ. / Synergy 360
ტოტალ abs

ტოტალ abs

ოკტოპუსის გუნდი ზრუნავს, რომ ყველაზე დამღლელი და მომაბეზრებელი პრესების ვარჯიში გახადოს სახალისო და უფრო ენერგიული. ჯგუფურ ვარჯიშში გაერთიანებულია პრესის ვარჯიშების სხვადასხვა სახეობები. ჯგუფში ,თანაკლუბელებთან ერთად, მუსიკის თანხლებით და ინსტრუქტორის მითითებებით შესრულებული პრესების ვარჯიში გეხმარებათ როგორც მუცლის ფორმების გაუმჯობესებაში, აგრეთვე არასასურველი ცხიმების მოშორებაში. ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთი

ნახვა

სტრეჩინგი

გაწელვების შესრულება აუცილებელია ფიტნესის ვარჯიშებთან ერთად, რათა კუნთებს ქონდეთ მეტი ელასტიურობა და შესაბამისად ჩვენს სხეულს. გვაძლევს საშუალებას ავიცილოთ არასასურველი ტრავმები, მოვახდინოთ ვარჯიშის შემდგომი ტკივილების პრევენცია, მივცეთ კუნთს აღდგენისა და ზრდის მეტი შესაძლებლობა. ვარჯიში სრულდება ინსტრუქტორის მითითებებითა და მეთვალყურეობით. ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთი

ნახვა
სტრეჩინგი