დავით მურადაშვილი

დავით მურადაშვილი

ბიოგრაფია

- ბავშვობიდან მიზიდავდა სპორტის სხვადასხვა სახეობები, მაგრამ იმ სახეობებიდან რაც ვცადე ვერცერთი ვერ მოვირგე. 16 წლის ასაკში აღმოვაჩინე ფიტნესი და ბოდიბილდინგი, რისი კეთებაც დღესაც ძალიან მიყვარს. დროთა განმავლობაში ამ სფეროში დავაგროვე საკმაოდ დიდი ცოდნა და გამოცდილება. ამავე პერიოდში დავინტერესდი სხვა ადამიანების დახმარებით და ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი ძალები მომესინჯა ფიტენს ინსტრუქტორის პოზიციაზე. დღესდღეისობით ვარ სერტიფიცირებული ფიტნეს ინსტრუქტორი, ასევე ვარ 2018 წლის საქართველოს ვერცხლის მედლის მფლობელი და 2019 წლის საქართველოს ჩემპიონი ბოდიბილდგინგში.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ადრეული ასაკიდან მიყვარს ელექტრონული მუსიკა, ტექნო და ტექჰაუსი;

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

პირველ რიგში ჩემი თავი და ჩემი დასახული მიზნები;

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ადამიანების დახმარება არამარტო ფიტნეს სფეროში არამედ ყველგან. მსიამოვმებს მათი უბრალო "მადლობა"-ც კი რომელსაც დახმარების შემდეგ მეუბნებიან;

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი არის ის გარემო, სადაც მე ჩემი თავი ვიპოვე. ეს არის იმ მომხმარებლებისა და სტაფის ერთობლიობა, სადაც მე ძალიან კომფორტულად, და ჩემი საქმისადმი მოტივირებულად, ვგრძნობ თავს.

დავით მურადაშვილი - ს კლასები

პრესების ვარჯიში

პრესის ვარჯიშები ე.წ. TOTAL ABS არის ჯგუფური ვარჯიში,რომელიც პრესის მთლიანი კუნთების სავარჯიშო პროგრამას მოიცავს.აერთიანებს სხვადასხვა სახის 8-10-მდე სახეობის ვარჯიშს,რომლებიც უშუალოდ ორიენტირებულია სრულ შედეგზე. ჯგუფში,მუსიკის თანხლებით და ინსტრუქტორის მითითებებით შესრულებული ვარჯიში გეხმარებათ როგორც მუცლის ფორმების გაუმჯობესებაში,აგრეთვე არასასურველი ცხიმების მოშორებაში.ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთია. გარემო და ჯგუფში მყოფთა შემართება ვარჯიშს ბევრად სახალისოს ხდის.

ნახვა
პრესების ვარჯიში