დავით ბერუაშვილი

დავით ბერუაშვილი

ბიოგრაფია

2002 წლიდან ვარ წარმატებული მოჭიდავე, შემდეგ ჩავერთე ბრძოლაში, კერძოდ კი კრივში, ამ საქმიანობამ ბევრი შემმატა. პარალელურად ვვარჯიშობდი ფიტნეს დარბაზში და ძალიან მომწონდა ბოდიბილდინგიც. სწორედ ამან გადამაწყვეტინა ფიტნეს ინსტრუქტორობა. დღემდე ვცდილობ განვვითარდე და ცოდნა გავიღრმავო ამ მიმართულებით.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ელექტრო, როკი, კლასიკა, ჯაზი

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ხალხის ცხოვრების ჯანსაღ წესში ჩართვა

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ადამიანებზე, მეგობრებზე და ცხოველებზე ზრუნვა

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

- ჩემთვის ოკტოპუსი წარმატებული დარბაზია, აქ თავს ვგრძნობ იდეალურად, მყავს ბევრი მეგობარი. ოკტოპუსმა ჩემი ცხოვრება შეცვალა, აქ ყოველდღე ბევრს ვსწავლობ დაა ვვითარდები.

დავით ბერუაშვილი - ს კლასები

მაღ. ინტ. ვარ. / Synergy 360

სინერჯი 360 არის სპეციალურად შექმნილი ტრენაჟორთა სისტემა,რომელიც განკუთვნილია როგორც მცირე ჯგუფური ვარჯიშებითვის,ასევე ინდივიდუალური მომზადებისთვის. ტრენაჟორის თითოეული ნაწილი განსაკუთრებულია და იძლევა საშუალებას შეიქმნას სავარჯიშო პროგრამების უამრავი ოპტიმალური ვარიანტი.ინოვაციური კონცეფცია გვთავაზობს საინტერესო და მრავალფეროვან სისტემებს ნებისმიერი მომხმარებლისთვის. სინერჯი 360 აერთიანებს როგორც კარდიო,ასევე ძალისმიერ ვარჯიშებს,აძლიერებს ნივთიერებათა ცვლას,ხელს უწყობს სხეულის ტონუსში მოყვანას და წონის კლებას. ვარჯიშების ინტენსივობა ინდივიდუალურია,მაგრამ ძირითადად მათი ხანგრძლივობა არ აღემატება 30 - 40 წუთს.

ნახვა
მაღ. ინტ. ვარ. / Synergy 360
პრესების ვარჯიში

პრესების ვარჯიში

პრესის ვარჯიშები ე.წ. TOTAL ABS არის ჯგუფური ვარჯიში,რომელიც პრესის მთლიანი კუნთების სავარჯიშო პროგრამას მოიცავს.აერთიანებს სხვადასხვა სახის 8-10-მდე სახეობის ვარჯიშს,რომლებიც უშუალოდ ორიენტირებულია სრულ შედეგზე. ჯგუფში,მუსიკის თანხლებით და ინსტრუქტორის მითითებებით შესრულებული ვარჯიში გეხმარებათ როგორც მუცლის ფორმების გაუმჯობესებაში,აგრეთვე არასასურველი ცხიმების მოშორებაში.ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთია. გარემო და ჯგუფში მყოფთა შემართება ვარჯიშს ბევრად სახალისოს ხდის.

ნახვა