გიორგი რუსია

გიორგი რუსია

ბიოგრაფია

პირველად ფიტნეს დარბაზში 2010 წელს მივედი და მას მერე ჩემ სახლად და ნაწილად იქცა. მანამდეც აქტიურად ვიყავი ჩართული სპორტის სახეობებში, ვთამაშობდი წყალბურთს და კალათბურთს. მიუხედავად იმისა, რომ განათლებით ევროპისმცოდნე ვარ, საყვარელი საქმიანობა ვაქციე პროფესიად და უკვე 5 წელია ვმუშაობ ფიტნეს ინსტრუქტორად. ამავდროულად ვარ პრიზიორი საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ჩემპიონატში, მაქვს მონაწილეობა მიღებული ევროპის ჩემპიონატში კლასიკის კატეგორიაში. ვარჯიში, ადამიანების დახმარება, კომუნიკაცია, ეს ის ნაწილია რაც მანიჭებს სიამუვნებას და ამიტომ ვარ ინსტრუქტორი. ოკტოპუსი უბრალოდ დარბაზი არ არის, ეს არის კლუბი, სადაც არის ურთიერთობა, დახმარება, გვერდში დგომა ყველასთვის, ვინც კლუბის ნაწილია, წევრია. აქ თითოეული მომხმარებელი, პერსონალი კმაყოფილია ჩემი ჩათვლით, რადგან კომფორტული და მეგობრული გარემოა. მიხარია, რომ ამ გუნდის ნაწილი ვარ, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ იმ ადამიანებისთვის ვინც კლუბში მიზნის შესასრულებლად მოდიან.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

რეპი როკი კლასიკა პოპი, გააჩნია ხასიათს და განწყობას;

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემი მოტივაცია ის გამოწვევებია რაც მხვდება ცხოვრებაში; ეს ეხება სპორტს თუ პირადს;

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ჩემი საქმიანობა მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას ამიტომ ვარ ფიტნეს ინსტრუქტორი;

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი ადგილია სადაც მიხარია მოსვლა, სადაც ყველა მზადა არია გვერდში დაგიდგეს დაგეხმაროს.