გიორგი ალხანაიძე

გიორგი ალხანაიძე

ბიოგრაფია

გიორგი ალხანაიძე 21 წლის, ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტის დამამთავრებელ კურსზე. შრომით საქმიანობებს ადრეული ასაკიდან მივდევ, რაც ძირითადად მოიცავს სხვადასხვა სახის სპორტული, ეკოლოგიური და ქველმოქმედებითი აქტივობების დაგეგმვას, ორგანიზებასა და განხორციელებას. ამჟამად ვმუშაობ ოკტოპუს ფიტნეს კლუბში სპინინგის ჯგუფური ვარჯიშის ინსტრუქტორად. ვარ აქტიური ველომოყვარული და დაკავებული ვარ ველოინდუსტრიის განვითარების საქმეებით საქართველოში.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

უპირატესობას ვანიჭებ ელექტრონულ მუსიკას (Techno/House), თუმცა პატივს ვცემ ყველანაირ მუსიკალურ შემოქმედებას და ვცდილობ მოვარგო ჩემ ხასიათებს.

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ყველაზე დიდი მოტივატორი საკუთარი პიროვნებაა მიზნებიდან და ხასიათებიდან გამომდინარე. მუდამ ვცდილობ მივუახლოვდე დასახულ უახლოეს მიზნებს, გავაანალიზო რეალობა და შევუდგე ახალი მიზნების დასახვას.

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს თავისუფლების შეგრძნება, რომელსაც ჩემ ცხოვრებაში შეხვდებით სხვადასხვა ექსტრემალური აქტივობის განხორციელებისას, ახალი ადგილების აღმოჩენის დროს, ან თუმდაც საყვარელ ადგილებში ველოსიპედით მოგზაურობისას. სიამოვნებას მანიჭებს კომპლექსურ პროექტებზე მუშაობა, სადაც ერთი შეხედვით ყველაფერი რთულად და წარმოუდგენლად ჩანს, შენ კი მიღებული შედეგიდან გამომდინარე აანალიზებ, რომ შეუძლებელი არაფერია.

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

- ოკტოპუსი ჩემთვის არის ადგილი სადაც ყელაფერი (OK) კარგად არის, საქმე გვაქვს (TOP) ფიტნეს კლუბთან და ყველაზე მაგარ (US) community-საზოგადოებასთან, რომელსაც ქმნის კლუბი მისივე კონცეფციით. OK+TOP+US= მომხმარებელზე ორიენტირებულ გარემოს, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრო სასურველი საზოგადოების გარემოცვაში.

გიორგი ალხანაიძე - ს კლასები

სპინინგი

მაღალი ინტენსივობის ჯგუფური ვარჯიში, რომელიც სრულდება სპეციალურ ველოტრენაჟორზე, რომელიც დამონტაჟებულია ფიქსირებულ მდგომარეობაში, მისი სპეციალურად შექმნილი დამძიმებული მეტალის ბრუნვადი თვალი კი გეხმარებათ მუდმივი ტემპის შენარჩუნებაში. სპინინგის ვარჯიშს აქვს ჯგუფური ფიტნეს ფორმატი, რომლის ძირითადი მიზნებიც გახლავთ გამძლეობის ზრდა, ფიზიკური სიძლიერე, სუნთქვითი შესაძლებლობების გაძლირება და რაც მთავარია ენერგიის მიზნობრივი ხარჯვა, რაც ხელს უწყობს ზედმეტი ცხიმების ორგანიზმიდან გამოდევნას. სპინინგი ფიზიკურად მსუბუქად ზემოქმედებს ორგანიზმზე, ტრამვებზე და პოსტ ტრამვულ მდგომარეობებზე, რის გამოც ხშირად გამოიყენებენ რეაბილიტაციური ვარჯიშების შესასრულებლად. სპინინგის ვარჯიშის დროს ძლიერდება კუნთოვანი სისტემა, რომელიც შესაბამისად იწვევს ძვლოვანი სისტემის მდგრადობას და გვეხმარება ყოველდღიურ ცხოვრებაში .სპინინგის ვარჯიშებზე დასწრება დაგეხმარებათ კარდიოვასკულარული სისტემის გამართულად მუშაობაში, რისთვისაც საჭიროა კვირაში 3-5 დღით დაკავდეთ სპინინგით დაახლოებით 30-40 წუთიანი ვარჯიშებით.სპინინგზე დასწრება მოგიხსნით სტრესს, დაგეხმარებათ ადრენალინის გამომუშავებაში და მოგცემთ მშვიდი ძილის გარანტიას. ოკტოპუს ფიტნეს კლუბში შეხვდებით სპინინგის განსხვავებულ, უნიკალურ გარემოს, რომელიც ხასიათდება კლუბური კონცეფციით, ბნელი ოთახი კლუბური განათებით, კლუბური მუსიკა და კონცეპტუალური ვიზუალური გაფორმება, რომელიც დადებითად იმოქმედებს თქვენს ემოციურ ფონზე, ხოლო თქვენი ვარჯიში უფრო და უფრო მრავალფეროვანი, სახალისო და პროდუქტიული გახდება

ნახვა
სპინინგი
კალათის ნახვა
0
სისტემაში შესვლა