ბექა ბეგიაშვილი

ბექა ბეგიაშვილი

ბიოგრაფია

📢 ფიტნესით დავინტერესდი 2010 წელს, ამავე წელს დავიწყე მუშაობა ფიტნეს დარბაზში ინსტრუქტორად. ცოდნის გაღმავების მიზნით დავიწყე სწავლა საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ეროვნულ ფედერაციაში.ავიღე საერთაშორისო დონის სერთიფიკატი. უკვე 7 წელია ამ პროფესიით ვარ დაკავებული. მყავს აღზრდილი წარმატებული სპორტსმენები სპოტის სხვადასხვა სფეროში 🏆

კითხვა & პასუხი

როგორ ასახავს თქვენს პიროვნებას კლუბი OkTopUs?

ოკტოპუსი არის ჩემთვის ადგილი, სადაც მოსვლა ყოველთვის მიხარია, სადაც ყოველი დღე ჩემი კარიერის წარმატებულ დღეს ნიშნავს. აქ არის ხალხი ვის გვერდითაც მუშაობა ძალიან კომფორტულია. ოკტოპუსი ეს ის ადგილია, სადაც არის ხარისხი, კომფორტი და შედეგი. აქ გატარებული ყოველი დღე სასიამოვნოდ მნიშვნელოვანია.

რომელი მუსიკის სტილი აგსახავთ თქვენ ?

კლასიკა

რა განიჭებთ ყველაზე დიდ სიამოვნებას ?

ექსტრემი

რა მოგწონთ ყველაზე მეტად OkTopUs-ში ?

აღჭურვილობა, დარბაზის სიდიდე, ორგანიზებლობა, და გუნდი

რომელია თქვენი საყვარელი ცნობილი ადამინაი/ ჯგუფის ხალხი?

Flex Wheeler

ბექა ბეგიაშვილი - ს კლასები

ფიტბოქსი

ბოქსის, კიკბოქსის და ფიტნესის ვარჯიშების ნაზავი, რომელიც სრულდება ჯგუფში პროფესიონალ ინსტრუქტორთან ერთად. ვარჯიში მოიცავს როგორც საბრძოლო ხელოვნების ილეთების შესრულებას, სპეციალური ხელთათმანებითა და სავარჯიშო ინვენტარით,  აგრეთვე სხვა აერობულ და ფიტნეს ვარჯიშებს, რაც მთლიანობაში განკუთვნილია სხეულის ტონუსში მოსაყვანად, ძალისა და გამძლეობის მომატებისთვის, აგრევე წონის კორექციისათვის. ვარჯიშის ხანგრძლივობა 45 წუთი

ნახვა
ფიტბოქსი
ტაიბო

ტაიბო

Tae-bo -ეს არის მაღალი ინტენსივობის ვარჯიშები, რომელიც მოიცავს Box-ს, კარატეს და სხვა აღმოსავლური საბრძოლო ხელოვნების სახეობებს. ტაებო არის კომბინაცია საბრძოლო ხელოვნების დამახასიეთებელი წვრთნების, ყურადღების ცენტრში ბოქსის ძალა, რითმთან შეთანხმებით.უნდა აღინიშნოს რომ, ეს ვარჯიშები დაგეხმარებათ მოიყვანოთ სხეული ფორმაში და დაწვათ ზედმეტი კალორიები. ტაებო მოიცავს კარდიო ვარჯიშებს. ხელის, ფეხის და პრესის ინტენსიური ვარჯიშებით. ამაღლებს ორგანიზმის გამძლეობას, ვითარდება მოქნილობა, ძალა, სწრაფი რეაქცია და ბალანსი. აქტიური ვარჯიშები საშუალებას მოგცემთ გახდეთ და განთავისუფლდეთ უარყოფითი ენერიებისგან.

ნახვა

სტრეჩინგი

გაწელვების შესრულება აუცილებელია ფიტნესის ვარჯიშებთან ერთად, რათა კუნთებს ქონდეთ მეტი ელასტიურობა და შესაბამისად ჩვენს სხეულს. გვაძლევს საშუალებას ავიცილოთ არასასურველი ტრავმები, მოვახდინოთ ვარჯიშის შემდგომი ტკივილების პრევენცია, მივცეთ კუნთს აღდგენისა და ზრდის მეტი შესაძლებლობა. ვარჯიში სრულდება ინსტრუქტორის მითითებებითა და მეთვალყურეობით. ვარჯიშის ხანგრძლივობა 20-25 წუთი

ნახვა
სტრეჩინგი