ანნა კაპანაძე

ანნა კაპანაძე

ბიოგრაფია

პროფესიით ვარ იურისტი. დავამთავრე "საქართველოს უნივერსიტეტის" სამართლის ფაკულტეტი. ფიტნესით დავინტერესდი 2017 წელს, ამ სფეროს სიყვარულით და ამ სფეროში ცოდნის გაღრმავების სურვილიდან გამომდინარე გავიარე სერთიფიცირების კურსი საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ფედერაციაში, რის შემდგომაც გავხდი საერთაშორისო სერთიფიკატის მქონე მწვრთნელი. ამავე წელს დავიწყე მუშაობა მწვრთნელის პოზიციაზე. 2017 წლიდან დღემდე ადამიანებს ვეხმარები საკუთარი მიზნების მიღწევაში, რაც მეტად თავდაჯერებულს ხდის მათ. ფიტნესის გარდა ასევე დაინტერესებული ვარ სპორტული ტანვარჯიშით. ამჟამად ვმუშაობ ოკტოპუსში, მეამაყება რომ ოკტოპუსელი ვარ.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ელექტრონულ მუსიკას;

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივატორები ჩემი პერსონალური მოსწავლეები არიან;

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ვარჯიში მანიჭებს ყველაზე დიდ სიამოვნებას;

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი ჩემი მეორე სახლია, სადაც მოსვლა მსიამოვნებს და მოტივაციას მაძლევს, მეამაყება რომ ოკტოპუსელი ვარ.

ანნა კაპანაძე - ს კლასები

ჩაჯდომები

ჩაჯდომები სპეციალურად შექმნილი ვარჯიშთა სისტემაა, რომელიც მიმართულია ფეხის კუნთების, ბარძაყისა და დუნდულა კუნთების ტონუსში მოსაყვანად. ჩაჯდომების ჯგუფური ვარჯიში აერთიანებს ინტენსიურ ვარჯიშებს, რომელიც გრძელდება ნახევარი საათის განმავლობაში და ძირითადად მიმართულია ქვედა ტანის კუნთების დატვირთვაზე. 

ნახვა
ჩაჯდომები