ანკა დუნდუა

ანკა დუნდუა

ბიოგრაფია

ცხოვრების დიდი ნაწილი გავატარე საკუთარი თავის ძიებაში და სწავლაში . დავამთავრე 4 უნივერსიტეტი სხვადასხვა მიმართულებით , მაგრამ საბოლოო არჩევანი გავაკეთე ჯანსაღი ცხოვრების წესზე და ჰობი ვაქციე პროფესიად. პილატესი შევისწავლე საფრანგეთსა და ჩეხეთში ცხოვრებისას და მიხარია, რომ საშუალება მაქვს ჩემი ცოდნა და გამოცდილება გავუზიარო ოკტოპუსის კლუბის წევრებს და ვიყო მისი გუნდის ნაწილი.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

ძირითადად ვუსმენ ელექტრონულ მუსიკას , ტექნოს, მაგრამ მიყვარს კლასიკაც;

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

საკუთარი თავი და ჩემი შვილი;

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ჩემი საქმე, მისგან მიღებული შედეგი და იმ ადამიანების ემოციები ვისაც ვაბედნიერებ ჩემი საქმიანობით;

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი ჩემთვის ის ბრენდი და ხარისხია, რომლის ნაწილად ყოფნაც ხაზს უსმევს ჩემს პროფესიონალიზმს, არ მაძლევს მოდუნების საშუალებას და განვითარების სტიმულს მაძლევს.

ანკა დუნდუა - ს კლასები

პილატესი

 პილატესი არის დაბალინტენსიური, დინამიური ვარჯიში, რომელსაც არა აქვს უკუჩვენება და ასაკობრივი ზღვარი.მიზანმიმართულია ზურგის და ხერხემლის ტონუსისთვის, აუმჯობესებს მოქნილობას, ბალანსს, კოორდინაციას, გამძლეობას, ხსნის სტრესს და უძილობას, მასში შედის სარეაბილიტაციო ვარჯიშები და ასევე მაღალეფექტურია სხეულის ლამაზი ფორმების შექმნისათვის. პილატესი არ არის ორინტირებული სხეულის რომელიმე ერთ ნაწილზე არამედ ანვითარებს მთლიან სხეულს.

ნახვა
პილატესი