ანა ქუთათელაძე

ანა ქუთათელაძე

ბიოგრაფია

მაქვს დამთავრებული საჰაერო ტრანსპორტის ბიზნესის და მენეჯმენტის ფაკულტეტი საავიაციო უნივერსიტეტში. ფიტნესით დავინტერესდი 18 წლის ასაკში. ორჯერ მივიღე მონაწილეობა საქართველოს ბოდიბილდინგის და ფიტნესის ჩამპიონატზე 2016-ში და 2018 წელს. მწვრთნელად ვმუშაობ უკვე 8 წლის განმავლობაში და ძალიან მიყვარს ის საქმიანობა რითიც ვარ დაკავებული.

კითხვა & პასუხი

როგორ მუსიკას ანიჭებთ უპირატესობას?

განწყობის მიხედვით;

რა არის თქვენი ყველაზე დიდი მოტივატორი?

ჩემთვის ყველაზე დიდი მოტივატორი არის ჩემი მოსწავლეების მიზნის მიღწევა;

საქმიანობა რომელიც ყველაზე დიდ სიამოვნებას განიჭებთ?

ყველაზე დიდ სიამოვნებას მანიჭებს ის რასაც ვაკეთებ;

რას ნიშნავს ოკტოპუსი თქვენთვის?

ოკტოპუსი არის ისეთი ადგილი, სადაც მოსვლა ყოველთვის მიხარია და მეამაყება რომ მე ამ კლუბის ნაწილი ვარ.

ანა ქუთათელაძე - ს კლასები

აერობიკა

 აერობიკა არის დაბალინტენსიური, დინამიური ვარჯიში, რომელსაც არა აქვს უკუჩვენება და ასაკობრივი ზღვარი.მიზანმიმართულია ზურგის და ხერხემლის ტონუსისთვის, აუმჯობესებს მოქნილობას, ბალანსს, კოორდინაციას, გამძლეობას, ხსნის სტრესს და უძილობას, მაღალეფექტურია სხეულის ლამაზი ფორმების შექმნისათვის. 

ნახვა
აერობიკა