ოკტო.png

რამოდენიმე საკითხი რაც უნდა ვიცოდეთ ჯგუფური ვარჯიშების დაჯავშნის შესახებ

 

როგორც უკვე ალბათ შენიშნეთ, ჩვენი ჯგუფური ვარჯიშები მართლაც ძალიან პოპულარულია. ეს ძალიან მაგარია! თუმცა, იმისათვის რომ დასწრების საშუალება ჩვენი კლუბის ყველა წევრისათვის მოსახერხებელი და სამართლიანი იყოს , შევიმუშავეთ რვა(ფეხა) (8) წესი…

  1. თქვენ შეგიძლიათ დაესწროთ ნებისმიერ ჯგუფურ ვარჯიშს. ჯგუფურ ვარჯიშზე დასასწრებად წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ადგილი ოკტოპუსის ვებ-გვერდიდან ან აპლიკაციიდან. (დღეში მაქსიმალური ოდენობით 3 ვარჯიში).

  2. დაჯავშნა შესაძლებელია ვარჯიშების დაწყებამდე 26 საათით ადრე.

  3. თუ ვარჯიშზე დასასწრები ყველა ადგილი შევსებულია, შესაძლებელია ჩაეწეროთ მომლოდინთა სიაში. იმ შემთხვევაში თუ თქვენზე წინ მყოფი გააუქმებს ჯავშანს, თქვენ ავტომატურად ჩაეწერებით ვარჯიშზე.

  4. თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი ჯავშანი ვარჯიშის დაწყებამდე 1 საათით ადრე, ყველანაირი ჯარიმის გარეშე.

  5. ჯგუფურ ვარჯიშზე შესვლამდე აუცილებლად დაჩექინდით ინსტუქტორთან რათა დაფიქსირდეს თქვენი ვარჯიშზე გამოცხადება რომ თავიდან აირიდოთ არ გამოცხადების ჯარიმა.

  6. გთხოვთ მოხვიდეთ ვარჯიშზე 5 წუთით ადრე სანამ დაიწყება შესაბამისი ვარჯიში, წინააღდეგ შემთხვევაში თქვენი ადგილი გადაეცემა მომლოდინე სიაში მყოფ სხვა კლუბის წევრს.

  7. კლუბის წევრი რომელიც მოაგროვებს ერთი (1) კვირის განმავლობაში ორ (2) არ გამოცხადებას ჯგუფურ ვარჯიშზე და წინასწარ არ გააუქმებს მის დავავშნილ ადგილს, მომდევნო ერთი (1) კვირის განმავლობაში იქნება დაბლოკილი ონლაინ დაჯავშნებისგან.

  8. და არ დაგავიწყდეთ ისიამოვნოთ ვარჯიშისგან!