ჰათჰა იოგა

კლასიკური იოგას ყველაზე პოპულარული მიმდინარეობაა, რომლის საფუძველზე შემდეგ ბევრი ისეთი თანამედროვე მიმართულება შეიქმნა, როგორებიცაა yogafow, ashtanga, vinyasa და  სხვა ნაკლებად ცნობილი სახეობები. იგი წარმოადგენს ფიზიკური ვარჯიშების უნიკალური სისტემას, რომელიც ვარჯიშისას კონცენტრაციის მაქსიმუმს მოითხოვს. ცხოვრებაში კი ყოველდღიურ დისციპლინას. ეს სახეობა ფართოდ არის გავრცელებული ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში და მას მილიონობით ადამიანი მისდევს, როგორც არა მხოლოდ ფიზიკური ჯანმრთლობის აღსადგენ და გასაძლიერებელ, არამედ როგორც სტრესისგან გასათავისუფლებელ საშუალებას. ვარჯიში იწყება საფუძვლიანი მოთელვით, რომლის დროს ხდება სხეულის შემზადება მომდევნო აქტიური ვარჯიშისათვის. ხურდება კუნთები, სახსრები და მყესები. გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემები მოდიან მზადყოფნაში. გაკვეთილის ძირითადი ნაწილს წარმოადგენს რამდენიმე სერიისგან შემდგარი სისტემა, რომელიც ღრმა მასაჟს უკეთებს შინაგან ორგანოებს. ავარჯიშებს ყველა ძირითად სახსარს და 630-ივე კუნთს. აქ ერთმანეთს ენაცვლება მოძრავი და უძრავი, მოქნილობის და ძალისმიერი ვარჯიშები. თანმიმდევრობა ისეა გათვლილი, რომ ყოველი შემდეგი ვარჯიში წინასგან გასვენებს. გაკვეთილი სრულდება - შავასანით. ესაა ღრმა მოდუნების იოგური მეთოდი. რომლის დროსაც ვარჯიშის პროცესისას წარმოქმნილი სიგნალები გარდაიქმნება მოქმედ პროგრამად და სხეულში იწყება სწრაფი ცვლილებები.

კალათის ნახვა
0
სისტემაში შესვლა