ზუმბა

ზუმბა ეს არის ეფექტური  ფიტნეს-პროგრამა ლათინოამერიკული მუსიკით შთაგონებული, რომელიც მოიცავს აერობიკის, ფიტნესის, ასევე ბევრ სხვა მუსიკისა და ცეკვის ელემენტებს. ეს მიმართულება 1990 წელს შექმნა კოლუმბიელმა ალბერტო პერეზმა, ხოლო 2008 წლიდან პოპულარული გახდა მთელს მსოფლიოში. ზუმბა უსაზღვროდ ენერგიული და მხიარული ვარჯიშია. ადვილად შესასრულებელი მოძრაობები გვეხმარება ადვილად ავითვისოთ პროგრამა, მაქსიმალური სიამოვნება მივიღოთ ცეკვისგან და სწრაფად ჩავდგეთ ფორმაში. ხელს უწყობს წონის კლებასა და ხსეულის კორექციას. ვარჯიშის პროცესში ჩართულია მთლიანი სხეული. ორგანიზმში უმჯობესდება სისხლის მიმოქცევა, მატულობს საერთო ტონუსი. მცირდება ცელულიტი და სხეული ხდება უფრო მკვრივი. აღსანიშნავია, რომ ზუმბას ვარჯიშის დროს ძლიერდება კუნთები, სხეული ხდება უფრო  მოქნილი, მცირდება ტრავმები და კუნთების დაძაბულობა. მაღლდება ნივთიერებათა ცვლის სიჩქარე.  ზუმბა დადებითად აისახება არამარტო სხეულზე, არამედ გონებაზეც. მოტივირებული მუსიკა ენერგიულ მოძრაობებთან ერთად უზრუნველყოფს სტრესის მოხსნას და უდიდეს პოზიტიურ ენერგიასა და სიამოვნებას. 

კალათის ნახვა
0
სისტემაში შესვლა