ზედა ტანი + გაწელვები

ზედა ტანის ვარჯიშები აძლიერებს სხეულის ზედა ნაწილს. ვარჯიშში ჩართულია ზურგის, მკერდის და ხელის კუნთები. სავარჯიშო პროგრამაში ჩართულია გაწელვებიც, რომელიც უზრუნველყოფს კუნთების მეტ ელასტიურობას,  გვაძლევს საშუალებას ავიცილოთ არასასურველი ტრავმები, მოვახდინოთ ვარჯიშის შემდგომი ტკივილების პრევენცია, მივცეთ კუნთს აღდგენისა და ზრდის მეტი შესაძლებლობა.