ოკტოპუსის მასაჟის სივრცე

ოკტოპუსის მასაჟის სივრცე

მასაჟი ფსიქო თერაპიული, დამამშვიდებელი საშუალებაა, რომელიც დადებითად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე, ხსნის სტრესს, დაღლილობას, ეხმარება ორგანიზმს მოდუნებაში. თანამედროვე ადამიანის დღის რეჟიმი საკმაოდ დატვირთული და სტრესულია შესაბამისად ცენტრალური ნერვული სისტემა განსაკუთრებით დაძაბულ რეჯიმში მუშაობს, მასაჟის მნიშვნელობა ამ შემთხვევაში ერთიორად იზრდება. მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას უჯრედულ დონეზე, ჟანგბადაღმდგენითი პროცესების სწორად და ხარისხიანად წარმართვას, ამშვიდებს ნერვულ სისტემას და აუმჯობესებს პერიფერიული ნერვული სისტემისა და ძვალსახსროვანი სისტემის მუშაობას. ოკტოპუსი მასაჟის მრავალფეროვან სახეობას სთავაზობს ყველა მომხმარებელს. პოპულარობით სარგებლობს სპორტული/ფიტნეს მასაჟი, რომელიც განკუთვნილია დაღლილობის მოსახსნელად, ძალების აღსადგენად, კუნთოვანი მასის დასამუშავებლად და საერთო სპორტული ფორმის გასაუმჯობესებლად. განსაკუთრებული ეფექტით გამოირჩევა ყავის მასაჟიც, რომელიც ტარდება სპეციალურად შეზავებული ნატურალური ყავით. ყავის ცხიმსა და კოფეინს გააჩნია ცხიმისდამშლელი, ბაქტერიოციდული  და მასტიმულირებელი ეფექტი. ამას გარდა, ხსნის დაღლილობას, კანს ხდის ხავერდოვანს, იწვევს პრობლემური ზონების საუკეთესო კორექციას და ამცირებს ცელულიტს. ოკტოპუსის მასაჟის სახეობათა სრული ჩამონათვალი კი ასეთია: ·         სარელაქსაციო მასაჟი ·         ფიტნეს მასაჟი ·         ზურგის, კისრის, მხრების მასაჟი ·         გამაჯანსაღებელი მასაჟი ·         წონის კორექციის/ანტიცელულიტური მასაჟი ·         ყავის მასაჟი