ოკტოპუსის გუნდი Wings For Life 2019-ზე!

ოკტოპუსის გუნდი Wings For Life 2019-ზე!

5 მაისს კახეთმა კვლავ უმასპინძლა Wings For Life-ის მსოფლიო მარათონს! მონაწილე გუნდებმა  სტარტი ლოპოტას ტერიტორიაზე თბილისის დროით 15:00 საათზე აიღეს.საქველმოქმედო ღონისძიებაში ტრადიციულდ ჩაერთო ოკტოპუსის გუნდიც. კლუბის წევრების კახეთში წაყვანა და გარბენში მონაწილოება კლუბის ადმინისტრაციამ დააორგანიზა. ამინდიც ღონისძიების შესაბამისი აღმოჩნდა. ოკტოპუსის გუნდის მონაწილეებმა, როგორც ყოველთვის იდეალური რეზულტატი აჩვენეს და თავისი  წვლილი შეიტანეს ღონისძიების იდეის განხორციელებაში. შეგახსენებთ, რომ ღონისძიება ყოველ წელს ტარდება მსოფლიო მასშტაბით და შემოსული თანხა სრულად ხმარდება ზურგის ტვინის დაავადებათა კვლევას.