OktoSantaParty საახალწლო წვეულება ოკტოპუსში

OktoSantaParty  საახალწლო წვეულება ოკტოპუსში

ოკტოპუსი არ არის მხოლოდ სავარჯიშო დარბაზი, სადაც მიდიხარ მხოლოდ იმისთვის რომ ზედმეტი კალორიები დაწვა, ოკტოპუსი კლუბია, ერთგული მეგობრების ერთობაა სადაც მიდიხარ რომ განიტვირთო, სიამოვნებით ივარჯიშო, ახალი ენერგიით დაიმუხტო და კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდე მიზანს. ოკტოპუსი პროგრესის ხელშემწყობი თანამგზავრია. აქ ყოველთვის დაგხვდება ვინმე ვინც გაგამხნევებს, გიგულშემატკივრებს და გიბიძგებს წარმატებისკენ, სწორედ ამიტომ ირჩევენ ოკტოპუსს. ოკტოპუსიც  თავის მხრივ ცდილობს სიურპრიზები, საჩუქრები და ექსკლუზიური ივენთები არ მოაკლოს კლუბის წევრებს. სწორედ ასეთი იყო 29 დეკემბრის საღამოს ოკტოპუსში გამართული OkToSantaParty, რომელსაც თავისუფლად შეიძლება ეწოდოს წლის ყველაზე ცხელი ივენთი, მოწვეული იყო კლუბის ყველა წევრი მეგობართან ერთად. საღამო დატვირთული იყო უამრავი   სახალისო შეჯიბრებებით, საჩუქრებით,  განწყობას ქმნიდნენ მოცეკვავე გოგოები და DJ, ასევე მოწვეული იყვნენ მომღერლები და მოძრაობის თეატრის მსახიობები. საახალწლო განწყობა ოკტოპუსმა 29 დეკემბერს შექმნა და წლის ბოლომდე კიდევ ანებივრებდა კლუბის წევრებს პატარ-პატარა  სიურპრიზებით.