Cross fit Games - ოკტოპუს კროს ფიტის ჩემპიონატი ლისზე

Cross fit Games - ოკტოპუს კროს ფიტის ჩემპიონატი ლისზე

ოკტოპუსი გახსნის დღიდანვე ცდილობდა პოპულარიზაცია გაეწია ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის. ამ მიზნით პირველი ღონისძიება ჩატარდა  10 ივლისს ლისის ტბაზე. წინასწარ დარეგისტრირებულ გუნდებს შორის  მოეწყო Crossfit ის შეჯიბრი, შეჯიბრში მონაწილეობა შეეძლო ყველა მსურველს ვინც შექმნიდა გუნდს. გამოხმაურება საკმაოდ დიდი იყო.ღონისძიებაში ოკტოპუსის მხარდამჭერი იყო საქართველოს ბოდიბილდინგის ფედერაცია და რედ ბული. ლისის ტბის ივენთის პროგრამა დაიწყო ბოდიბილდერების გამოსვლით, გამოსვლას შეჯიბრის ფორმა ქონდა, მოწვეული იყო საპატიო ჟიური და გამოვლინდნენ გამარჯვებულები.  ბოდიბილდერების გამოსვლის შემდეგ Crossfit  დაიწყო, მიუხედავად ზაფხულის წვიმისა ყველა გუნდმა თავდაუზოგავად იბრძოლა, საბოლოოდ  გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი ,მის ყველა წევრს გადაეცა ოკტოპუსის აბონიმენტი. ოკტოპუსი ამაზე არ შეჩერებულა და ეტაპორივად აწყობს ღონისძიებებს, რომელებიც უფრო მეტ ადამინს უღვიძებს ჯანსაღი ცხოვრების და ვარჯიშის სურვილს.