ველოტური ლისზე

ველოტური ლისზე

20 მაისს კლუბის წევრები ოკტოპუსის მიერ ორგანიზებულ ველოტურში ჩაერთნენ. დასაფარი ლოკაციები მოიცავდა: ლისის ტბა-ქვემო ლისი-წოდორეთი-ლისის ქედი-ლისის ტბის ქედზე მდებარე ფერდობი.  ველოტურის სირთულე იყო  საშუალო, დასაფარი დისტანცია კი-15კმ. ველოტური 3 საათს გაგრძელდა. შესაბამისი ეკიპირებით აღჭურვილმა ველოსიპედისტებმა თავი გაართვეს მოცემულ დისტანციას, დაფარეს  როგორც მოასფალტებულ გზა, ასევე გრუნტი, საშუალო სირთულის აღმართი და დაღმართი. ველოტურის მონაწილეები ოდნავ დაღლილები მაგრამ, სრულიად კმაყოფილები დარჩნენ ველოტურით.  ოკტოპუსის ღონისძიებების ორგანიზების გუნდი მათ  არც ისე დიდი ხნით, შემდეგ Outdoor Event-მდე დაემშვიდობა.

კალათის ნახვა
0
სისტემაში შესვლა