ფილოსოფია

სადაც - ვარჯიში რუტინა კი არა, სახალისო აქტივობაა.   სადაც - ხარისხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე რაოდენობა  სადაც - პოზიტიური ენერგიაა   სადაც - მოტივაცია თავისით მოდის  სადაც - ფიტნესი ხელოვნებაა და არა ინდუსტრია სადაც- გუნდურობა, თავდაჯერებულობა და ოპტიმიზმია აქ მოვარჯიშე თითოეული ადამიანი, არის გუნდის წევრი, ამ გუნდს კი ქვია  Fitness Club Oktopus.

​ჩვენს შესახებ

არ არსებობს შედეგი შრომის გარეშე, არ არსებობს წარმატება მონდომების გარეშე და არ არსებობს ვარჯიში ტკივილის გარეშე. ეს ყველა ოკტოპუსელმა იცის, ეს ვიცით ჩვენც ამიტომ შევქმენით გარემო მეგობრულად განწყობილი სტაფით, უმაღლესი ხარისხის ტრენაჟორებით, კომფორტული სივრცით, თანამედროვე დიზაინით და მრავალფეროვანი ჯგუფური ვარჯიშებით. აქ დაგხვდებათ თავის საქმეზე შეყვარებული ენთუზიასტების ერთობა, რომლებიც 100% ით დაიხარჯება იმისთვის რომ თავი კომფორტულად გაგრძნობინოთ.

დასაწყისშივე მიზანი იყო ერთი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა მეტი ვიდრე უბრალოდ სავარჯიშო დარბაზი. აქ ყველაფერი ისეა ორგანიზებული რომ შთააგონოს, გაამხნევოს მომხმარებელი რომ არ დანებდეს და დაწყებული საქმე ბოლომდე მიიყვანოს. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხართ, არ აქვს მნიშვნელობა როგორ ფორმაში ხართ, მთავარია რომ უკვე აქ ხართ. ერთად ყველაფერს შევძლებთ და სასურველ შედეგამდე აუცილებლად მიგიყვანთ.